0 1 : 0 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

"ბიბილოვის განცხადება არის ცინიზმი, გარდაცვლილის ოჯახის და ჩვენი ქვეყნის შეურაცხყოფა"

ჩამოტვირთვა

„საოკუპაციო რეჟიმის ამ წარმომადგენლის განცხადება არის ცინიზმი, შეურაცხყოფა გარდაცვლილის ოჯახის და მთლიანად ჩვენი ქვეყნის. ჩვენი ქვეყნის მიმართ გამოვლენილი თავხედობა,“-ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი კანდელაკი, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტის განცხადებას.

როგორც ანატოლი ბიბილოვმა აღნიშნა, საოკუპაციო რეჟიმი არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ოჯახისთვის გადაცემას უახლოესი ერთი თვის განმავლობაში არ აპირებს და ამის მიზეზად მან ექსპერტიზა დაასახელა.  

"ევროპული საქართველოს“ წევრი ოთხოზორიას და ტატუნაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებული პირების წინააღმდეგ სანქციების შემოღების აუცილებლობაზე საუბრობს.

"ჩვენი ამოცანაა და ჩვენი მტკიცე პოზიციაა, რომ იმისთვის , რომ მომავალში მოვახდინოთ მსგავსი დანაშაულის პრევენცია აუცილებელია საქართველოს სახელმწიფომ , ყველამ ერთად გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები და შემოვიღოთ სანქციების პაკეტი იმ პირების მიმართ ვინც პირდაპირ ან ირიბად არიან დაკავშირებული ამ ბოლო ორ მკვლელობასთან. ვგულისხმობ ოთხოზორიას და ტატუნაშვილის მკვლელობებს,“- განაცხადა გიორგი კანდელაკმა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები