1 1 : 1 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

„მგლის თავზე სახარების კითხვით და ასეთი წერილებით რუსეთის პოლიტიკა არ შეიცვლება“

ჩამოტვირთვა

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია პრემიერის რუსეთისადმი მიმართვას ეხმაურება და აცხადებს, რომ ამ შინაარსის წერილი არ არის საკმარისი რუსეთის ხელისუფლების პოლიტიკის შესაცვლელად.

ბოკერიას თქმით, წერილი არ არის ის ნაბიჯი, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას საკუთარი მოქალაქეების მიმართ რუსეთის მიერ განხორციელებული ძალადობის საპასუხოდ უნდა გადაედგა.

„ეს მთავრობა, ივანიშვილის გუნდი მოვიდა დაპირებით, რუსეთთან ურთიერთობის დალაგებით. ეს იყო ცრუ დაპირება და ეს დადასტურდა. პირიქით იმ პოლიტიკამ, რომელიც მათ აწარმოეს დააზიანა საქართველო - ჩვენი საკითხის მაღალი დონის დღის წესრიგიდან მოხსნით.

ახლა მგლის თავზე სახარების კითხვით და ასეთი წერილებით რუსეთის პოლიტიკა არ შეიცვლება.

ჩვენ გვჭირდება ქვეყნის გარეთ და ქვეყნის შიგნით თანმიმდევრული პოლიტიკა, გრძელვადიანი პოლიტიკა კონკრეტული კომპონენტებით. „ჩვენ ევროპული“ საქართველოს შეთავაზებული გვაქვს ერთი კონკრეტული კომპონენტი „ოთხოზორიატატუნაშვილის სია“ და ველით პასუხს მმართველი გუნდისა,“-ამბობს ბოკერია.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებას შეეძლო, რომ ჯერ კიდევ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის გამო რუსეთისთვის ძალიან ძვირი პოლიტიკური ფასი გადაეხდევინებინა, თუმცა ეს არ გააკეთა. ბოკერია ამბობს, რომ მისი პოლიტიკური გუნდი გააგრძელებს ხელისუფლებაზე ზეწოლას, რათა მან კონკრეტული და თანმიმდევრული ნაბიჯები გადადგას.

„ბევრ ძალადობას ჰქონია ადგილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე და მის მიღმა რუსეთის მხრიდან,  მაგრამ იშვიათად ხდება ხოლმე, როცა ასეთი საზარელი მკვლელობა აღბეჭდილია ფირზე, ეს შემთხვევა ძალიან ძვირი ფასი უნდა დაგვეჯინაჩვენ რუსეთის ფედერაციისთვის და ახლა უნდა ვეცადოთ, რომ ეს გავაკეთოთ. საქართველოს ხელისუფლებამ ეს არ გააკეთა და ჩვენს კრიტიკაზე ჰქონდა ძალიან აგრესიული რეაქცია, მაგრამ ჩვენ გავაგრძელებთ ზეწოლას რათა ახლა მაინც გადადგან ეს ნაბიჯი -ეს წერილია რ არის ეს ნაბიჯი,“-აცხადებს ბოკერია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები