1 8 : 5 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

თბილისის მერმა კახა კალაძემ პირდაპირ ეთერში „სი-ტი პარკთან“ დაკავშირებით კიდევ ერთხელ იცრუა

2018 წლის 29 მარტს, ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ეთერში,  ტელეგადაცემა  „რეაქციაში“  თბილისის მერის კახა კალაძის სტუმრობისას, თოქ-შოუს წამყვანი ინგა გრიგოლია „სი-ტი პარკის“ გარშემო განვითარებულ მოვლენებსაც შეეხო.

 

თბილისის მერმა წამყვანის კითხვაზე, „საქმის საერთაშორისო არბიტრაჟში განხილვის შემთხვევაში, გამორიცხავდა თუ არა,  ხელშეკრულების დარღვევის გამო, დედაქალაქის ბიუჯეტს მრავალმილიონიანი ჯარიმა, 25 მილიონი ლარი დაკისრებოდა?   განაცხადა, რომ დასკვნა შპს „სი-ტი პარკ“-ისთვის კომპენსაციის სახით 25 მილიონი ლარის გადახდის შესახებ დადო ერთ-ერთმა იურიდიულმა კომპანიამ შპს „სი-ტი პარკ“-ის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. ამასთან, აღნიშნა რომ დედაქალაქის მთავრობა საკუთარი უფლებებისა და ინტერესების  დასცვას ყველგან შეეცდება საქართველოში თუ საერთაშორისო არბიტრაჟში.

 

ქალაქის მერის კახა კალაძის პირდაპირ ეთერში გამოთქმულ ბრალდებებთან დაკავშირებით, კომპანია „სი-ტი პარკის“ იურისტები განცხადებას ავრცელებენ და გამოთქმულს აბსურდულსა და ტყუილს უწოდებენ:

 

„გვსურს აღნიშნულთან დაკავშირებით ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ 2014 წელს ქალაქის მთავრობამ და მაშინდელმა მერმა, ბატონმა დავით ნარმანიამ, დაიქირავა საერთაშორისო აუდიტორული კომპანია „ერნსტ ენდ იანგ“ იმ მიზნით, რათა გაერკვია თუ როგორ შეიძლებოდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტსა და შპს „სი-ტი პარკ“-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შეწყვეტა. გამომდინარე იქედან, რომ აუდიტორულმა კომპანიამ ვერ მოიძია ხელშეკრულების შეწყვეტისთვის ვერავითარი სამართლებრივი საფუძველი, დადო დასკვნა, რომ ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში ქალაქის ბიუჯეტს კომპენსაციის სახით მოუწევდა 25 მილიონ ლარამდე თანხის გადახდა. „ერნსტ ენდ იანგ“-ის მიერ კვლევის ჩატარების პროცესში არ ყოფილა ჩართული „სი-ტი პარკ“-ი, მათ არცერთხელ მოუმართავთ კომპანიისთვის და მათ მხოლოდ ქალაქის მერიის მიერ მიწოდებული დოკუმენტაციის საფუძველზე გააკეთეს დასკვნა. თავად ამ დოკუმენტის შესახებაც „სი-ტი პარკ“-მა ბატონ დავით ნარმანიასთან გამართული ერთ-ერთი შეხვედრის დროს შეიტყო, რის შემდეგაც დასკვნა აიტვირთა ქალაქის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე.

რაც შეეხება კომპენსაციის გადახდის საკითხს, ვიმედოვნებთ, რომ სამართლიანი სასამართლოს პირობებში არსებული მტკიცებულებების გათვალისწინებით მოგვეცემა იმის საშუალება, რომ დავიცვათ ჩვენი უფლებები ადგილობრივ დონეზე, რის შემდეგაც ქალაქის მთავრობას აუცილებლად მოუწევს კომპენსაციის გადახდა. იმ შემთხვევაში, თუ ქართული სასამართლო სისტემა არ გაიზიარებს ჩვენს მოსაზრებებს, აუცილებლად გავაგრძელებთ დავას საერთაშორისო არბიტრაჟში და მხოლოდ ამის შემდეგ დადგინდება კომპანიისთვის გადასახდელი კომპენსაციის ზუსტი ოდენობა. დღევანდელი მდგომარეობით, შპს „სი-ტი პარკ“-ი უკვე თანამშრომლობს ერთერთ საერთაშორისო იურიდიულ ფირმასთან, რომელიც დაიცავს კომპანიის ინტერესებს საერთაშორისო დონეზე“.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები