0 4 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

გინება და ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტში

ჩამოტვირთვა

გარემოს დაცვის კომიტეტის სხდომაზე „RMG Gold” -ის საქმიანობის განხილვას დაპირისპირება მოჰყვა. შეხვედრაზე „საყდრისის დაცვის კომიტეტის“ წევრებს მწვავე კითხვები ჰქონდათ.

ოპოზიციის მოთხოვნა იყო, რომ ესაუბრათ მხოლოდ პრობლემებზე და არ გაკეთებულიყო ზოგადი შეფასებები.

ჩხუბი მას შემდეგ დაიწყო, რაც გია გაჩეჩილაძემ კაზრეთში შექმნილ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა ყოფილი ხელისუფლების პერიოდში იუსტიციის სამინისტროს მიერ მიიღებული გადაწყვეტილებების გამო, გიორგი ვაშაძეს დააკისრა. გაჩეჩილაძის განცხადებას ვაშაძის უკმაყოფილება მოყვა, რის შემდეგადაც ვითარება დაიძაბა.  

"კარგია თუ ვაშაძე გვეტყვის, როგორ მოახერხა იუსტიციის სამინისტრომ ანტიკონსტიტუციური კანონის გაშვება"-მიმართა ვაშაძეს გაჩეჩილაძემ.

რაზეც ვაშაძემ უპასუხა, რომ კანონებს პარლამენტი იღებს. გაჩეჩილაძე ვაშაძის პასუხმა გააღიზიანა - "მორჩი რა ყაყანს", მიმართა ვაშაძეს გაჩეჩილაძემ და მისი მიმართულებით წავიდა. ვაშაძემ და გაჩეჩილაძემ ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შემდეგაც სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზარდა.

კომიტეტის თავმჯდომარემ ტექნიკური შესვენება გამოაცხადა, რომლის შემდეგ დეპუტატებმა კითხვების დასმა განაგრძეს, რასაც ისევ კამათი მოჰყვა. „დამნაშავეები რომ აქეთ გდებენ ბრალს, ეს არის მთელი უბედურება,“- აღნიშნა გაჩეჩილაძემ.

„18 წლის განმავლობაში მძიმე ლითონები, რომლის აკუმულაცია მოხდა, შესაძლებელია თუ არა მისი ნიადაგიდან ამოღება რამდენიმე წლის განმავლობაში, ანუ დანაშული რა მასშტაბების არის?“- განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.

კომიტეტის თავმჯდომარემ კვლავ შესვენება გამოაცხადა. დეპუტატები ბიუროს სხდომის შემდეგ შეიკრიბებიან.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები