პოლიტიკა
,,შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ ცხედრების უმოკლეს ვადებში გამოსაყვანად"
2018-04-05 12:39:58
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ტყიბულში მომხდარ უბედური შემთხვევას ეხმაურება და სამძიმრის წერილს აქვეყნებს.
"უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში მომხდარი შემთხვევის შედეგად 6 ადამიანის დაღუპვის გამო.
ვუსამძიმრებ და თანადგომას ვუცხადებ გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს.
სახელმწიფოს შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ ცხედრების უმოკლეს ვადებში გამოსაყვანად. დაშავებულებს სათანადო მკურნალობა უტარდებათ და კეთდება მაქსიმუმი მათი ჯანმრთელობისთვის,"- ნათქვამია გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაში.
კომენტარები