პოლიტიკა
"Freedom House"-ის ანგარიში - "ივანიშვილის პოლიტიკური ვენდეტები კვლავ ტვირთად აწევს ქართულ პოლიტიკას"
2018-04-11 10:34:34
"Freedom House" გარდამავალ ეტაპზე მყოფ სახელმწიფოებთან დაკავშირებით მორიგ ანგარიშს აქვეყნებს.
ყოველწლიური კვლევის მიხედვით, გასულ წელს საქართველოს დემოკრატიული პროგრესის რეიტინგში, სადაც შვიდ ქულიან სისტემაში უმაღლესი 1 ქულაა - საქართველოს 4, 68 მეასედი აქვს, რაც შარშანდელთან შედარებით დაბალია
"საქართველოში მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი 2013 წელს, ერთწლიანი მმართველობის შემდეგ პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგა, თუმცა მმართველს პარტიაზე კონტროლს ინარჩუნებს. ივანიშვილის პოლიტიკური ვენდეტები და თბილისის განვითარების გეგმა კვლავ ტვირთად აწევს ქართულ პოლიტიკას"- წერია დოკუმენტში.
„Freedom House“-ის ანგარიშში საქართველო გარდამავალი ანუ ჰიბრიდული რეჟიმების სიაშია, სადაც როგორც წესი, საარჩევნო დემოკრატია არსებობს, თუმცა სუსტია დემოკრატიული ინსტიტუტები - მნიშვნელოვანი გამოწვევები ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების დაცვის კუთხით.
კომენტარები