0 6 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

"ღრმა კრიზისია პარტიაში"...

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის მოადგილე, ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” წევრი გიგა ბოკერია, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას პარტიაში არსებული კრიზისით ხსნის. 

„ქართული ოცნების“ რეალური მმართველის ჩრდილიდან გამოსვლა, მისი იძულება, რომ გამოსულიყო ჩრდილიდან უბრალოდ ადასტურებს იმას, რაც მთელმა ქვეყანამ იცის, რომ ღრმა კრიზისია „ქართულ ოცნებაში“, ღრმა კრიზისია მთელ ქვეყანაში

ეს ამბავი ქვეყანას ვერ უშველის, ქვეყანას უშველის მხოლოდ ერთი რამ, ივანიშვილით დაწყებული კვირიკაშვილით დასრულებული, მთელი ამ გუნდით დასრულებული, ამათი ჩამოცილება ხელისუფლებიდან არჩევნების გზით მშვიდობიანად და მერე მუშაობა ქვეყნის წინსვლაზე, მეტი არაფერი არ უშველის ჩვენს ქვეყანას, რომელიც ჩიხში შეიყვანა ივანიშვილმა,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები