0 4 : 0 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

"აჰა, ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ- სამაგიეროდ ახლა “თავისუფლად ვსუნთქავთ”

"აჰა, ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ- სამაგიეროდ ახლა “თავისუფლად ვსუნთქავთ”, თუ ესეც აღარაა მთლად მასე? - წერს "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე მიხეილ სააკაშვილი და სახელმწიფო ვალის, მოქალაქეების საბანკო დავალიანებებისა და დაბადება-გარდაცვალების შესახებ ციფრები მოჰყავს:

"აჰა, ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ - სამაგიეროდ ახლა “თავისუფლად ვსუნთქავთ”, თუ ესეც აღარაა მთლად მასე?ჩემი პრეზიდენტობის დროს საქართველოს მოსახლეობა გაიზარდა დაახლ 150 ათასი კაცით, 2012-2018 წლებში შემცირდა 750 ათასი კაცით. 

2012 წლიდან 2018 წლამდე სახელმწიფო ვალი გაიზარდა 9 მილიარდი ლარით. 

2012 წელს სახელმწიფო ვალი მშპს 32 % შეადგენდა, ხოლო ეხლა 43%-ია. მოვალეთა რეესტრში შესული ვალაუვალი მოქალაქეების რაოდენობა გაიზარდა 140 000 ადამიანით და დღეს დაახლ 250 ათასს შეადგენს. სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 74.7 წლიდან(2012 წლის მონაცემი) შემცირდა 72.7 წლამდე(2017 წლის მონაცემი) . 

დაბადებულთა რაოდენობა 57031 ბავშვიდან (2012 წლის მონაცემი) შემცირდა 53 230მდე( 2017 წლის მონაცემი). ამ დროს ივანიშვილის ქონება საქართველოში გაიზარდა 2 მილიარდი ლარით, ბანკების მთლიანი აქტივები 12 მილიარდი ლარიდან გაიზარდა 30 მილიარდ ლარამდე, ანუ 18 მილიარდი ლარით;

 ხოლო ბანკების მოგება 136 მილიონი ლარიდა გაიზარდა 890 მილიონ ლარამდე, ანუ 754 მილიონი ლარით." - წერს სააკაშვილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები