1 9 : 1 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

როცა მშობლის სითბო გაკლია...

ჩამოტვირთვა

პატარები რომელთაც კადრში ხედავთ ჯერ 1 წლისანიც არ არიან, თუმცა ყველა მათგანმა უკვე იგრძნო მარტოობა. აქ ყველას თავისი ტრაგიკული და დამაფიქრებელი ისტორია ქვს. აქ ყველა კონკრეტული მიზეზით მოხვდა. ზოგი იმიტომ რომ არასასურველ დროს გაჩნდა, ან იმიტომ რომ მშოებლები დაეღუპა. ზოგიერთის არსებობა დედ-მამას პრობლემებს უქმნიდა, ან ფიზიკური ნაკლის გამო მიატოვეს. ისტორიები სხვადასხვაა, თუმცა ამ სახლში ყველას ერთი ტკივილი აერთიანებს - მათ ოჯახური სითბო და სიყვარული აკლიათ. ადამიანები, რომლებიც მათზე ზრუნავენ მაქსიმალურად ცდილობენ ბავშვებს არაფერი მოაკლდეთ. სახელმწიფო ოჯახურ სითბოს მოკლებულ ბავშვებს ყურადღებას აქცევს, თუმცა, ალბათ, ეს ყველაფერი მათთვის საარსებო მინიმუმია. მათ ხომ დედ-მამა ყველაზე მეტად ჭირდებათ. ბავშვთა სახლის ბენეფიციარებიდან რამდენიმეს მშობლის სიყვარულისა და მასთან ჩახუტების ბედნიერება იშვიათად, მაგრამ მაინც ეძლევა. ბავშვთა სახლში ცხოვრება განსაკუთრებულად იმ ბავშვებს ურთულდებათ, ვისაც მშობელთან კონტაქტი არ აქვთ. ადამიანები, რომელთაც მათზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ, ბავშვების საზოგადოებასთან ინტეგრაციას მათი სხვადასხვა სოციალურ პროგრამებში ჩართვით ცდილობენ. სოციალური აქტივობებით დაკავებულ ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს საკუთარ პრობლემებზე ფიქრისთვის ნაკლები დრო რჩებათ. ბენეფიციარები იღებენ განათლებას, დადიან სხვადასხვა წრეებზე და გარდა იმისა, რომ იმ უნარ ჩვევებს ითვისებენ რასაც ჩვეულებრივ შემთხვევაში მშობლები შვილებს სთავაზობენ, დამოუკიდებლობასაც ეჩვევიან, რაც აუცილებლად დასჭირდებათ, როცა 18 წელს მიაღწევენ... რთულია, გაკიცხო მშობელი, რომელმაც შვილი აღსაზრდელად ბავშვთა სახლს მიაბარა იმიტომ , რომ მისი რჩენა არ შეეძლო, ან იმიტომ, რომ სხვა გზა არ ჰქონდა, თუმცა ვერაფერი ამართლებს იმას, რომ საკუთარ შობილს არ ნახულობ, როცა ამის საშუალება გეძლევა. ისინი ხომ ყველგან და ყველაში, სითბოსა და სიყვარულს ეძებენ და ყველა სტუმარში საკუთარ მშობელს ნატრობენ - სევდითა და ცრემლით სავსე თვალებით..

კომენტარები

მსგავსი სიახლეები