0 9 : 4 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დასაქმება 45-დან 60 წლამდე მოქალაქეებისთვის

ჩამოტვირთვა

კერძო მეწარმე, რომელიც სამსახურში 45-დან 60 წლამდე ადამიანს აიყვანს, საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდება - ამ ინიციატივით პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ბათუმში გამართულ მთავრობის გაფართოებულ სხდომაზე გამოვიდა. პრეზიდენტის განცხადებით, სახელმწიფო მაქსიმალურად ეცდება, ხელი შეუწყოს კერძო სექტორს, რათა ამ ადამიანების დასაქმება მოხდეს. საქართველოში ერთგვარ სტანდარტად დამკვიდრდა, რომ დასასაქმებელი კადრის ასაკი 20-დან 35 წლამდე უნდა მერყეობდეს, ეს სტანდარტი კი იმ კომპანიებმა დააწესეს, რომლებიც აქცენტს პოტენციური თანამშრომლების ვიზუალურ მხარესა და ახალი ტექნოლოგიების ათვისების უნარს ანიჭებენ უპირატესობას, ხშირშემთხვევაში კი პროფესიონალიზმი მეორე პლანზე ინაცვლებს. 35 წელს გადაცილებული მოქალაქეები ძნელად თუ ახერხებენ სასურველი სამსახურის, ან უბრალოდ სამუშაოს მოძებნას. მარტივი დაკვირვებითაც შეიძლება იმის მტკიცება, რომ ასაკობრივი ზღვარი მკაცრადაა განსაზღვრული და მხოლოდ გამონაკლისი შემთხვევები არსებობს, როცა მსხვილი კომპანიები უპირატესობას, პროფესიონალიზმთან ერთად, გამოცდილებას ანიჭებენ და ამიტომ 50 წლამდე კადრებსაც ასაქმებენ. ჯობს.გე-ს საიტზე, ყოველდღიურად, ასობით ვაკანსია იდება. თუკი დამქირავებლების მოთხოვნას გადავავლებთ თვალს, ასაკი 18–20 წლიდან 35 წლამდე მერყეობს. თავად კერძო მეწარმეები კი ახალ ინიციატივასთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, კომენტარის გაკეთებას ერიდებიან. ზოგიერთ კომპანიაში კი აცხადებენ, რომ მათთან ასაკობრივი ზღვარი მკაცრად დაცული არ არის. პრეზიდენტი მოქალაქეებს დაპირდა, რომ 35 წელს ზემოთ უმუშევართა დასაქმებას სხვადასხვა საშუალებით მოახერხებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები