1 6 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გაზით მოწამლვის საგანგაშო სტატისტიკა

ჩამოტვირთვა

ეს შემზარავი ფაქტები ქართულ რეალობაში ხდება. ჩვენს რეპორტაჟში ყველა ის ადამიანი გავიხსენეთ , რომელიც ერთი და იგივე შემთხვევის მსხვერპლი გახდა. ისინი არასწორად დამონტაჟებული გაზის გამათბობლებსა და გაზქურებიდან გაჟონილი აირით მოიწამლნენ. ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოში ბუნებრივი აირის გაჟონვის შემთხვევებმა პიკს მიაღწია, შედეგად, ათეულობით მოსახლეა დაღუპული. გრაფიკა : 2011 წელს ინტოქსიკაცია მიიღო 1191 ადამიანმა, გარდაიცვალა 5 ადამიანი, ხოლო დაშავდა 613 ადამიანი. 2010 წელს ინტოქსიკაცია მიიღო 1161 ადამიანმა, გარდაიცვალა 13 ადამიანი. ამას ემატება მოსახლეობის გაუფრთხილებლობა, რაც სტატისტიკას კიდევ უფრო ამძიმებს. მოწამლვის ბოლო ფაქტი ზაჰესის დასახლებაში დაფიქსირდა. აქაც ორი მცირეწლოვანი ბავში გაჟონილი ბუნებრივი აირით მოიწამლა. ბავშვებს გაუმართლათ. მათ მსუბუქი მოწამლვა აღენიშნებოდათ და შესაბამისი მკურნალობის შემდეგ მათი მდგომარეობა გაუმჯობესდა. სასწრაფო სამედიცინო ცენტრის უფროსის მოადგილის რუსუდან ბერიაშვილის თქმით სტატისტიკა მართლაც რომ საგანგაშოა, ამიტომ აუცილებელია მოსხლეობის ჩართულობა და უფრო მეტი პასუხისმგებლობა და ყურადღება ამ საკითხთან მიმართებაში. მოწამლვისთვის დამახასიათებელი სიმპტომების შემჩნევის შემთხვევაში მოქალაქეებმა სათანადო ზომები უნდა მიიღონ. საგანგაშო სტატისტიკის ფონზე ზომების მიღება დიდი ხანია თბილისის მერიაში დაიწყეს. მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად თბილისის მერია მოუწოდებს მოსახლეობას, ისარგებლონ უფასო პროგრამით "უსაფრთხო ზამთარი" და მათ ბინებში დამონტაჟებული გამათბობლების სანდოობა გადაამოწმონ. მოსახლეობას შეუძლია ასევე დარეკოს ცხელ ხაზზე 272 22 22. საგანგაშო სტატისტიკის ზრდა გაზის გამათბობლების ულ უფრო აქტიურ გამოყენებასაც უკავშირდება. წლიდან წლამდე ბუნებრივი აირით გათბობას სულ უფრო მეტი ოჯახი ამჯობინებს. თუმცა იაფი გათბობა სიცოცხლისთვის სახიფათო არ უნდა გახდეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები