0 9 : 5 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სესილია თაყაიშვილი Pink floyd-ის კლიპში

ჩამოტვირთვა

ალბათ ძალიან გაგიკვირდებათ, როდესაც ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის პინკ ფლოიდის კლიპში ქართველი ლეგენდარული მსახიობს, სესილია თაყაიშვილს თვალს მოკრავთ. კადრი სულ რამდენიმე წამია, თუმცა სესილიას გრძნობით სავსე თვალები თავის სათქმელს აქაც ამბობს. საინტერესოა, რატომ გადაწყვიტა ჟან დაკანტმა მისი პროტოტიპის გამოყენება, თუმცა ერთ-ერთი ინფორმაციით, როდესაც ფრანგ რეჟისორს სესილიას განსახიერებული როლები უნახავს უთქვამს: „ეს ჩემი ბებიაა, რომელიც პროვინციაში ცხოვრობსო“. არსებობს ორი ვერსია, თუ როგორ აღმოჩნდა მისი პორტრეტი ამ კლიპში და ორივე "ფლოიდების" ერთ-ერთ დამაარსებელს როჯერ უოტერსს უკავშირდება. პირველის თანახმად, 1970-იანი წლების დასაწყისში ინგლისში მსოფლიოს 100 საუკეთესო მსახიობი გამოავლინეს და მათ შორის სესილიაც, სამწუხაროდ, როგორც სახელოვანი რუსი მსახიობი და არა ქართველი. უოტერსს ძალიან მოსწონებია მსახიობის მეტყველი სახე და სწორედ ამიტომ, "პინკების" ვიდეოში მისი ფოტო ჩაუსვამს.. მეორე - "ფლოიდელ", დევიდ გილმორთან დაახლოვებული პირის ინფორმაციით კი, როდესაც როჯერს თენგიზ აბულაძის "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი" უნახავს, ემოციებისგან ცრემლი წამოსვლია და ფილმის ნახვის შემდეგ დუმბაძის წიგნიც კი წაუკითხავს, ხოლო სესილიას ფოტო ვიდეოსთვის ჟურნალიდან ამოუღია. არსებობს კიდევ ერთი ძველი ამბავიც, - 1980 წელს "პინკ ფლოიდი" საკონცერტოდ ლენინგრადში (ახლანდელ პეტერბურგში) უნდა ჩასულიყო. "კრემლმა" გადაწყვიტა ჯგუფისთვის ვინმე საბჭოთა მომღერალი შეეხვედრებინა და ალა პუგაჩოვა აარჩია, მაგრამ ისევ და ისევ უოტერსმა, თურმე, სესილიასთან შეხვედრა ითხოვა. ორივე ვერსიაში კარგად ჩანს, რომ სესილია მუსიკოსს ძალზედ მოსწონდა. ფაქტი კი ერთია, სესილია ის უნიჭიერესი მსახიობი იყო, რომლის ვარსკვლავიც ახლაც კიაფებს საქართველოს ცაზე, და როგორც ჩანს ეს სიკაშკაშე არც ბრიტანეთში დარჩენიათ შეუმჩნეველი....

კომენტარები

მსგავსი სიახლეები