0 9 : 5 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რატომ გაიმეტა რუსუდან თამარის ძემ საკუთარი ასული?

ჩამოტვირთვა

მოწყალე და დიდსულოვანი, საეჭვო საქმეთაგან განრიდებული ჭეშმარიტი მონა ღვთისა, ბანოვანთა ღირსება - მათშორის ყველაზე უმწიკვლო და ნამუსიანი, კეთილბუნებოვანი და სათნოდმყოფელი, მომავლის მჭვრეტელი, სიკეთის მთესველი, დიდად პატივდებული, ხელმწიფური ბუნების მქონე, მეფეთა მეფის შთამომავალი ხათუნი ასე ახასიათებს აღმოსავლეთის ყველა დროის უდიდესი მოაზროვნე მევლანა rumis sasulTnos qarTvel dedofalს. თამარ მეფის შვილიშვილი თამარი, რომელიც გათხოვების შემდეგ გურჯ ხათუნად მოიხსენიება რუმის სულთნის ყიას-ედ-დინ ქეიხოსროვზე 13 წლის ასაკში გაათხოვეს. ისტორიული წყაროების თანახმად როდესაც რუსუდან თამარის ძის მშვენიერი ასულის სილამაზისა და გონიერების ამბავმა სელჩუკთა სულთნის ყურამდე მიაღწია, მან მაშინვე სთხოვა რუსუდანს თამარის ხელი, სანაცვლოდ კი პირობა დადო რომ მის ასულს სარწმუნოების შეცვლას არ მოსთხოვდა. მიუხედავად იმისა რომ გურჯი ხათუნის მამა და ქმარი ბიძაშვილები იყვნენ მუსლიმური სამართლით ასეთი ქორწინება დაშვებული იყო და 1236-37 წელს რუსუდანმა თავისი ასული ქეიხუსროვ II-ს მიათხოვა. თავად სულთანი მეუღლის მშვენიერებით მოხიბლული და მასზე უზომოდ შეყვარებული გახლდათ. ქორწინების შემდეგ ქეიხუსროვ II-მ მისი ზეობის ჟამს მოჭრილ მონეტაზე გურჯი ხათუნის სახის ამოტვიფრაც კი გადაწყვია, რასაც ისლამი სასტიკად კრძალავდა. მაშინ ხერხი იხმარა და ემბლემა შექმნა - მზე ლომის ზოდიაქოში. 1236 წელს მოჭრილ მონეტაზე ფაფარაშლილ ლომთან ერთად მზის დისკოში უმშვენიერესი ქალის სახე ამოატვიფრინა და მაინც დაარღვია მუსლიმთა წესი. ქმრის სიყვარულით განებივრებული გურჯი ხათუნის ჰარმონიული ცხოვრება რუსუდან დედოფლის მზაკვრულმა გეგმამ დაარღვია. ლაშა გიორგის გარდაცვალების შემდეგ სამეფო ტახტზე ასული რუსუდან თამარის ძე გვირგვინის შესანარჩუნებლად ყველა ღონეს ხმარობდა. რუსუდანს საკუთარი ვაჟის გამეფება სურდა, რის გამოც ძმისშვილი დავითი სიძესთან გაგზავნა იმ იმედით რომ სულთანი ლაშა გიორგის ძეს დავითს მოკლავდა. რუსუდანის გეგმამ არ გაამართლა, რადგან ქეიხუსროვ მეორემ და გურჯი ხათუნმა თბილად მიიღეს დავით ლაშას ძე. განრისხებულმა რუსუდანმა მიზნის მისაღწევად სხვა ხერხს მიმართა და სიძეს წერილი გაუგზავნა, სადაც ქართველი დედოფალი საკუთარ ასულს ქმრის ღალატში ადანაშაულებდა და სულთანს ატყობინებდა რომ გურჯი ხათუნი მას დავით ლაშას ძესთან ღალატობდა „ამისთვის მენება მოკულა ძმისწულისა ჩემისა დავითისი, რომე ცოლსა შენსა და ასულსა ჩემსა ძმისწული ჩემი დავითი თანა-ეყოფის“ -წერდა რუსუდანი. სულთანმა ირწმუნა დედისაგან თქმული. მან თმებით ათრია და სისხლი ადინა თამარს, სიკვდილით დაემუქრა ”უკეთუ არა დაუტეოს სჯყლი ქრისტესი და მუსულმან იქმნას”. სიდედრის წერილმა განარისხა ქეიხუსროვ II. რთული სათქმელია დაიჯერა თუ არა ცოლის ღალატი, მაგრამ ფატია, რომ ცოლს სარწმუნოების შეცვლა მოსთხოვა. განრისხებულ ქმარს წინაარმდეგობა ვეღარ გაუწია გურჯი ხათუნმა და მართლმორწმუნე მუსლიმის შარავანდედით შეიმოსა. თუმცა აღსანიშნავია, რომ ის ეზიარა არა ორთოდოქსულ ისლამს, არამედ მის სუფიურ მიმდინარეობას - მევლევიობას. მევლევიობა კი არ მოითხოვდა გამაჰმადიანებას. გურჯი ხათუნი შეიძლებოდა ქრისტიანად დარჩენილიყო და ისე გაჰყოლოდა მევლანას მოძღვრებას. 1246 წელს ქეიხუსროვ მეორის გარდაცვალების შემდეგ. გურჯი ხათუნი მეორედ გათხოვდა. ისტორიული წყაროების თანახმად სულთნის გარდაცვალების შემდეგ ქვეყნის გამგებლობა ხელთ იგდო ვეზირმა მუინ ედ-დინ სულეიმან ფერვანამ და იმდროინდელი ტრადიციების მიხედვით სულთნის ქვრივი – გურჯი-ხათუნი ცოლად შეირთო.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები