0 0 : 0 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ავზიდან გაჟონილი ქლორი და მოწამლული მოქალაქეები - ვის ეკისრება პასუხისმგებლობა?

ჩამოტვირთვა

წუხელ ლილოს დასახლებაში, ერთ-ერთ კერძო საწარმოში, ავზიდან ქლორის გაჟონვის შედეგად, მოწამლულ ადამიანთა რიცხვი 73–ს შეადგენს. ამ დროისთვის, სამედიცინო დაწესებულებებიდან მხოლოდ რამდენიმე ადამიანია გაწერილი, უბედური შემთხვევის შედეგად, დაზარალებულთა უდიდესი ნაწილი კვლავ კლინიკების რეანიმაციის განყოფილებაში რჩება. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაშია 18 წლის ლაშა ნარიმანიძე, მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება თუ არა – ამ შეკითხვაზე ექიმებს პასუხი არ აქვთ. როგორც ირკვევა, წუხელ ლილოში მომწამვლელმა ნივთიერებამ 21 საათზე გაჟონა, მაშველებმა ავზის უსაფრთხო ადგილზე გადატანა სცადეს, სწორედ ამ დროს, ავზიდან ქლორმა მეორედ გაჟონა. დაზიანებული ავზიდან გამონაბოლქვი წყლის ჭავლის მეშვეობით გააუვნებელყვეს და ავზს ონკანი შეუცვალეს. მომწამვლელი ნივთიერების გამოყოფის რაოდენობამ კულმინაციას ღამის პირველი საათისთვის მიაღწია, მოწამლულთა ახლობლები ყვებიან, რომ დაზარალებულთა დიდი ნაწილი იმ ტერიტორიასთან ძალიან ახლოს ტრანსპორტით მგზავრობის დროს გახდა ცუდად. მოწამლულთა შორის ერთი ორსული ქალბატონია, არიან ბავშვებიც და სხვა ადგილობრივი მცხოვრებლები. დაშავებულები წუხელვე მოინახულეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა. დღის განმავლობაში საქნავთის დასახლებაში სასწრაფო დახმარების გამოძახების კიდევ რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა. ქლორის გაჟონვის ადგილთან ახლოს მდებარე საცხოვრებელი კორპუსებიდან და სავაჭრო ობიექტებიდან, მოქალაქეებმა სამედიცინო დახმარებას გულისრევის შეგრძენების, თაბრუსხვევისა და ყელის ტკივილის სიმპტომებით მიმართეს, თუმცა არც ერთი მათგანის საავადმყოფოში გადაყვანა საჭირო არ გამხდარა. ნავთმშენის დასახლებაში საგანგებო სიტუაციების სამსახურის სპეციალური ჯგუფები მუშაობენ, რომლებიც ჰაერში მომწამვლელი ნივთიერების დონეს ამოწმებენ. მომხდართან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გააკეთა გარემოს დაცვის მინისტრმაც. გოგა ხაჩიძე აცხადებს, რომ ლილოში, კერძოდ საქნავთის დასახლებაში გარემო ამ დროისათვის აბსოლუტურად უსაფრთხოა. მინისტრი აცხადებს, რომ გარკვეულ ადგილებზე, სადაც მოხდა გაჟონვა, მოსახლეობა ქლორის სუნს შეიგრძნობს, თუმცა ეს არ არის ჯანმრთელობისთვის საშიში" ლილოში გუშინ მომხდარ შემთხვევაზე სრული პასუხისმგებლობა შპს "კრისტალს" ეკისრება. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები