2 3 : 0 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ზურა ტარყაშვილის მკვლელობის ახალი დეტალები

ჩამოტვირთვა

ეს კადრები რუსთაველის გამზირზე სათვალთვალო კამერამ 2011 წლის 17 ოქტომბერს დააფიქსირა. ფოტოები 23 წლის ჩოგბურთელის, ზურაბ ტარყაშვილის გახმაურებული მკვლელობის დღეს არის გადაღებული. მასალას ინტერნეტგამოცემა პრესა.ჯი ავრცელებს. კადრებში კარგად ჩანს, როგორ მისდევენ შეიარაღებული რუსიშვილი, აგლაძე და გოგბერაშვილი უიარაღო ზურა ტარყაშვილს. პრესა.ჯიმ დავით ჯოხაძის ფოტოც გამოაქვეყნა, რომელიც მკვლელობის ადგილიდან რამდენიმე მეტრში გადაიღეს. მასალაში ჩანს, როგორ გარბის ის შემთხვევის ადგილიდან. გამოძიების ოფიციალური ვერსიით, ჯოხაძე ტარყაშვილის მკვლელობის მთავარ ორგანიზატორ ივერი გოგბერაშვილთნ ერთად მიიმალა. მოგვიანებით, სამართალდამცავებმა გოგბერაშვილი კიევში დააკავეს, ხოლო ჯოხაძე, აგლაძის მსგავსად, ამ დრომდე იმალება. მისთვის ბრალი არ წაუყენებიათ, თუმცა როგორც დავით რუსიშვილის ადვოკატი თეიმურაზ მაგრაქველიძე სასამართლო პროცესზე ირწმუნებოდა, ჯოხაძე ერთერთი მკვლელია. მოკლული ზურა ტარყაშვილის და და დედა აცხადებენ, რომ ირაკლი აგლაძე, დავით ჯოხაძის ავტომანქანით, ჯერ კიდევ მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე, ორთაჭალის ციხესთან მოსაკლავად ელოდებოდა ზურა ტარყაშვილს. პრესა.ჯიმ ამის დამადასტურებელი ფოტომასალაც გამოაქვეყნა. მას შემდეგ, რაც აგლაძე მიხვდა, რომ ტარყაშვილის დედამ ის შეამჩნია, ჯოხაძის მანქანით წავიდა და რამდენიმე წუთში, სხვა ავტომობილით მივიდა ციხესთან. ფოტოზე სწორედ ეს ავტომობილია დაფიქსირებული. საქმეში არსებული მასალები მიუთითებს, რომ ტარყაშვილის მკვლელობის დაგეგმვასა და განხორციელებაში იმაზე მეტი ადამიანი შეიძლება ფიგურირებდეს, ვიდრე ამ დრომდეა ცნობილი. ამის დასამტკიცებლად ისიც საკმარისია, რომ მკვლელობიდან რამდენიმე წუთში, საზოგადოებრივი მაუწყებლის ვიდეოკამერამ ტარყაშვილის მკვლელობისათვის ბრალდებული ერთერთი პირის ძმაც დააფიქსირა. მასალაში სხვა ეჭვმიტანილთა კადრებიც ასახულია. მათი ვინაობა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, არ ხმაურდება. გამოძიების მასალების მიხედვით, 23 წლის ახალგაზრდას სასტიკი მკვლელობის მოტივი ბრმა შურისძიება იყო. რამდენიმე წლის წინ, ზურა ტარყაშვილი გრიბოედოვის ქუჩაზე შეხვდა სანდრო გოგბერაშვილს, რომელსაც თავზე ხელი გადაუსვა. ამის გამო, გოგბერაშვილმა ტარყაშვილი საქმის გასარჩევად დაიბარა. შეხვედრაზე ტარყაშვილს ახლდნენ მეგობრები, დავით და ლევან ჩიჩუები. მეგობრები ახლდნენ სანდრო გოგბერაშვილსაც, მათ შორის, თორნიკე კაჭარავა. გამოძიების ინფორმაციით, სანდრო გოგბერაშვილმა გადატენილი იარაღი თავზე დაადო ზურა ტარყაშვილს. დავით და ლევან ჩიჩუებმა მას იარაღიანი ხელი დაბლა დააწევინეს, რა დროსაც გოგბერაშვილმა ასფალტის მიმართულებით გაისროლა. სროლის ხმაზე შემთხვევის ადგილას გამოჩნდა გოგბერაშვილის მეგობარი თორნიკე კაჭარავა, რომელმაც ტარყაშვილისა და ჩიჩუების მიმართულებით ისროლა. შედეგად, დაიჭრა ტარყაშვილიც და ძმები ჩიჩუებიც. ექსპერტიზის დასკვის თანახმად, კაჭარავას მიერ გასროლილი ბრმა ტყვია თავის არეში მოხვდა სანდრო გოგბერაშვილს, რომელიც მიყენებული ჭრილობით ადგილზევე გარდაიცვალა. ექსპერტიზის დასკვნითვე, გოგბერაშვილის სხეულიდან ამოღებული ტყვია, ჩიჩუებისა და ტარყაშვილის სხეულიდან ამოღებული ტყვიების იდენტური იყო. გამოძიების მიერ მოკვლეული მასალების გათვალისწინებით, სანდრო გოგბერაშვილის მკვლელობის საქმეში დამნაშავედ სცნეს მიმალვაში მყოფი მისივე მეგობარი, თორნიკე კაჭარავა და მას დაუსწრებლად, სასამართლომ 24 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ზურა ტარყაშვილსა და ძმებ ჩიჩუებს, რომლებიც სანდრო გოგბერაშვილის მკვლელობის საქმეში დაზარალებულად სცნეს, ხულიგნობის ბრალდება წაუყენეს. სასამართლომ ტარყაშვილს 2, ლევან და დავით ჩიჩუებს კი 4-4 წელი მიუსაჯა. ზურა ტარყაშვილმა საპატიმრო დაწესებულება რამდენიმე თვით ადრე - 2011 წლის 4 ოქტომბერს დატოვა. ტარყაშვილის სადისტური მკვლელობიდან რამდენიმე დღეში პოლიციამ დავით რუსიშვილი დააკავა, მან თავდაპირველად დანაშაული აღიარა. მაშინ, რუსიშვილმა დეტალურად მოყვა თუ როგორ დაგეგმეს და განახორციელეს მკვლელობა მან, ივერი გოგბერაშვილმა, ირაკლი აგლაძემ და სხვებმა, თუმცა, მოგვიანებით ჩვენება შეცვალა და განაცხადა რომ უდანაშაულოა. ზურა ტარყაშვილის მკვლელობაში ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ სცნეს დავით რუსიშვილი, რომელიც მკვლელობიდან მესამე დღეს დაიჭირეს. მეტიც, ნაფიცმა მსაჯულებმა მოსამართლეს მიმართეს რეკომენდაციით და სასჯელის დამძიმება მოითხოვეს. რუსიშვილს სასამართლომ 21 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ჯერჯერობით არ მომხდარა კიევში დაკავებული ივერი გოგბერაშვილის საქართველოში ექსტრადაცია. ხოლო ირაკლი აგლაძე კი, რომელიც ადრე შეიარაღებული თავდასხმისთვის იყო გასამართლებული (12 წელი აქვს პირობითი სასჯელი) დღემდე დაკავებული არაა. ამიტომ, მას, სასამართლო დაუსწრებლად გაასამართლებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები