0 6 : 0 6
 
2012-09-22 12:45:38 ჩამოტვირთვა
|
რუსთავში „ქართული ოცნების“ წევრები დააკავეს
ამბები
2012-09-22 12:45:38
რუსთავში „ქართული ოცნების“ წევრები დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინსიტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელის სალომე მახარაძის ინფორმაციით, გვიან ღამით, რუსთავის პოლიციამ კოალიცია „ქართული ოცნების“ 5 აქტივისტი დააკავა.
როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს მახარაძემ განუცხადა, მოქალაქთა დაკავება მათ მიერ საარჩევნო პლაკატების არანებადართულ ადგილებზე გაკვრა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა გახდა.
„კოალიციის ერთ-ერთი ლიდერის ზვიად ძიძიგურის მხარდამჭერები საარჩევნო პლაკატებს არანებადართულ ადგილებზე აკრავდნენ. რის შემდეგაც მათთან ქალაქის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები მივიდა და კანონით დადგენილი წესები განუმარტეს, რასაც მათი მხრიდან აგრესია მოჰყვა. პოლიციამ ინცინდენტში მონაწილე პირები დააკავა“,- განაცხადა მახარაძემ.
კოალიცია "ქართული ოცნების" რუსთავის მაჟორიოტარი დეპუტატობის კანდიდატის ზვიად ძიძიგურის განცხადებით, დაკავებულთა შორის არიან: ლევან ონიანი, ლაშა შენგელია, თორნიკე შენგელია და ზურაბ ზურაბიანი.
როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს ძიძიგურმა განუცხადა, აღნიშნული ფაქტის შესახებ უწყებათაშორის კომისიას დღესვე მიაწვდის ინფორმაციას.
ამასთან, ძიძიგური ირწმუნება, რომ ლევან ონიანი იმდენად სასტიკად არის ნაცემი, რომ რუსთავის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა აღნიშნულ ფაქტს მახარაძე არ ადასტურებს.
კომენტარები

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო) |

სახელი (მაქს, 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)



მედიაკლუბი
გამოკითხვა
ვანო მერაბიშვილის დაკავება არის თუ არა პოლიტიკური დევნა?
ხმის მიცემა   რეზულტატი
ყვითელი ზონა
დიასპორა
ვოპსპოპი
 მთავარი |  სიახლეები |  გადაცემები |  პოლიტიკა |  ეკონომიკა |  საზოგადოება |  კულტურა |  სპორტი |  მედიაკლუბი |  კითხვის ნიშანი |  ყვითელი ზონა |  Weekend |  უცხოეთი |  მთავარი თემა |  ქუდიანი კაცი |
ვიმეგობროთ Facebook-ზე
დახურვა X