1 2 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გირჩის ბიზნესიდან მინისტრობამდე

ჩამოტვირთვა

ტანკსა და იარაღზე „მეოცნებე“ დავით დარახველიძემ მინისტრთა კაბინეტში გადაინაცვლა. ამბროლაურში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, დევნილთა და განსახლების სამინისტროს ხელმძღვანელის პოსტზე ივანიშვილმა დღეს წარადგინა. დავით დარახველიძის წარდგენის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილს კომენტარის გაკეთება მის წარსულ შეცდომებზეც მოუწია. შევარდნაძისდროინდელი ჩინოვნიკის სახელი უკავშირდება გირჩისა და ყურძნის ბიზნესს. შევარდნაძის პრეზიდენტობის პერიოდში დარახველიძე გირჩისა და ყურძნის ბიზნესს ლობირებდა, რაც იმ დროისთვის საკმაოდ შემოსავლიანი საქმე იყო. რაჭა-ლეჩხუმის ყოფილი გუბერნატორი დავით დარახველიძე, რევოლუციის დროს კაბინეტიდან გამოაძევეს. რაჭველებს კარგად ახსოვთ დარახველიძისა და გაზ-24-ის ისტორია. „ოცნების“ ყოფილმა მაჟორიტარობის და ახლა უკვე მინისტრობის კანდიდატმა გუბერნატორის პოსტზე ყოფნისას ავტომობილი გაზ-24 ვითომდა სამსახურისთვის შეიძინა, მოგვიანებით იგივე მანქანა სახელმწიფოსგან 70 ლარად შეისყიდა. დარახველიძემ წინასაარჩევნო კამპანიის დროს თავი ჟურნალისტების მიმართ აგრესიული დამოკიდებულებით გამოიჩინა. წარუმატებელი იყო დარახველიძის წინასაარჩევნო კამპანია რაჭაში. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობის კანდიდატი ჯვარისში სტუმრობისას მოსახლეობამ სოფლიდან გააძევა. რაჭა-ლეჩხუმის ყოფილი გუბერნატორი დარახველიძე ჯვარისელებისათვის კორუფციასთან, კრიმინალთან და უკანონო გარიგებებთან ასოცირდება. შევარდნაძისდროინდელი ჩინოვნიკის წინასაარჩევნო კამპანიის მთავარი მიმართულება მუქარის პოლიტიკა აღმოჩნდა. თუ ივანიშვილი ჟურნალისტებს ციხეში გამოკეტვით ემუქრებოდა, მის მიერ წარდგენილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ღია მუქარას აღარ ჯერდებოდა და პირდაპირ ფიზიკურ შეურაცხყოფაზე გადადიოდა. დავით დარახველიძემ საჯაროდ განაცხადა, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს „აიტივის“ გადამღები ჯგუფის დანახვა საერთოდ არ სურდა. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ჟურნალისტის მიერ დასმულმა იმ შეკითხვამ გააღიზიანა, რომელიც მისი გუბერნატორობის პერიოდში ორი სახერხი საამქროს თავის სიმამრზე მიყიდვას ეხებოდა. დარახველიძემ „აიტივის“ ჟურნალისტს ფიზიკური შეურაცხყოფით უპასუხა. არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, „ქართული ოცნება“ , როგორც ჩანს, შევარდნაძისდროინდელ სახეებს პოლიტიკაში არნახულად სწრაფი ტემპით აბრუნებს. კოალიციის ლიდერს ძველი პოლიტიკური სახეების წარულთან დაკავშირებულ შეკითხვებზე პასუხების გაცემა, ალბათ, კიდევ არაერთხელ მოუწევს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები