1 6 : 0 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

პრემიერ-მინისტრი ბელგიელ ბიზნესმენთა დელეგაციას შეხვდა

საქართველოს ბელგიელ ბიზნესმენთა დელეგაცია სტუმრობს. ბელგიის უმსხვილესი ბიზნესკომპანიების პირველ პირებს დღეს საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდა. მთავრობის მეთაურმა ბელგიელ ბიზნესმენებს საქართველოსადმი ინტერესისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატება უსურვა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ საინვესტიციო გარემოს, აღინიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება ორიენტირებულია საკუთრების უფლებების დაცვაზე. „ჩვენ ძალიან კმაყოფილი ვართ, რადგან ვხედავთ, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლება რეალურად ძალიან დიდ სამუშაოს ასრულებს საქართველოს საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ბიზნესმენები და პოტენციური ინვესტორები, ინფორმაციას უშუალოდ ქვეყნის ხელმძღვანელებისგან იღებენ“, – განაცხადა ბენჟამინ ვან ოუდენჰოვემ საქართველოს პრემიერ–მინისტრთან შეხვედრის შემდეგ. ბელგიის დელეგაცია, რომელსაც პრინცი ხუან ბაგრატიონი და ბენჟამინ ვან ოუდენჰოვე ხელმძღვანელობენ, ბელგიის 15-მდე წამყვანი ბიზნესკომპანიის პირველ პირებს აერთიანებს. მათ შორის არიან 142 კომპანიის მფლობელი NOVO BELGIUM HOLDING-ის წილის მფლობელი დომინიკ ჯანე; პრინცი ლეონელ დე მეროდე; ქიმიკატების, ლოჯისტიკისა და უძრავი ქონების სფეროში მოღვაწე DOMO Group-ის მფლობელები ჟან დე კლერკი და გრეგორი კლერკი; ბრიუსელის Field Fisher Waterhouse LLP-ის პარტნიორი და კონსულტანტი ენერგეტიკის სფეროში დავიდ ჰავერბეკე; DEME Group-ის ახლო აღმოსავლეთის, აღმოსავლეთ ევროპის და რუსეთის დირექტორი დირკ პოპე; DEME Group-ის წარმომადგენელი ჟან-პიერ დესმანეტი; კომპანია DEME Environment-ის დირექტორი მიე დე ვიტი; BV Capital Partners -ის თანადამფუძნებელი და მმართველი დირექტორი ჰანს ვანოორბეკი; ლუქსემბურგში მოღვაწე კერძო კლიენტების აქტივების მენეჯერი და ინვესტორი ნიკოლას სოფრონისი; კერძო ინვესტორები - პიერ-ივეს ანდრე და ვლადიმერ კარდონი; კომპანია Cee Lou International-ის წარმომადგენელი კაროლინ ფარლეი; Athena Security Implementations Ltd-ის აღმასრულებელი დირექტორი ომერ ლავივი და Aisha Steel Mills Limited-ის თანადამფუძნებელი, დირექტორი ჰასიბ რეჰმანი;

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...