2 3 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„დამავოი“ , ანუ სახლის სული - ფენომენი, რომელიც დღემდე ამოუცნობ მოვლენად რჩება

ჩამოტვირთვა

სულები ცხოვრობდნენ. როგორც წესი, ისინი ღვარძლიან არსებებად ჰყავდათ გამოყვანილი. სულების საცხოვრებელი ადგილი იყო ტყეები, ტბები, მინდვრები და სახლები. თუკი მძველ დროში სლავ ხალხს სჯეროდა, რომ დედამიწაზე, ადამიანების გვერდით ათ პატივისცემით არ მოეპყრობოდნენ და მათ მოსაწონად არ მოიქცეოდნენ, სულები ძალიან ბრაზდებოდნენ. დამავოი (Дом – სახლი) – სახლში მცხოვრები მამრობითი სქესის სული, როგორც წესი დაბალი, ხნიერი და თმიანი. ხანდახან მთელი სხეული თმითა აქვს დაფარული. ასევე აქვს გრძელი ნაცრისფერი წვერი და კუდი ან რქები. დამავოი სადაც დაბინავდება, იმ სახლის უფროსი ხდება. თუმცა ხშირად ეხმარება მობინადრეებს ყოველდღიურ მძიმე სამუშაოებში და იცავს სახლს, თუ, რა თქმა უნდა, კარგად ეპყრობიან. ზოგიერთი გადმოცემით, დამავოი შეიძლება კატად ან ძაღლად გადაიქცეს. თუკი ოჯახი სხვაგან გადასვლას გადაწყვეტდა, სულსაც სთხოვდა თან გაყოლას. სული ასევე ეხმარებოდა მათ აბეზარი ადამიანების (სტუმრების) მოცილებაში. გადასვლისას როგორც წესი, ძველ ჩექმას ტოვებდნენ, დამავოი შიგნით იბუდებდა და შემდეგ ეს ჩექმა თან მიჰქონდათ. დამავოების საყვარელი ადგილია ზღურბლი კარებთან ან ღუმელის ქვემოთ მდებარე ტერიტორია. ამის გამო გლეხები მის სიახლოვეს საწოლს არ დგამდნენ, რომ არ გაენაწყენებინათ. თუკი დამავოი სიმპათიითაა განწყობილი ოჯახის წევრების მიმართ, ყოველთვის აფრთხილებს მათ მოსალოდნელი საშიშროების შესახებ. ხოლო თუ ცუდადაა განწყობილი, ამტვრევს ჭურჭელს, სცემს ადამიანებს, ტირის და ყვირის, შეიძლება ვინმეს ძილში დახრჩობითაც დაემუქროს. ამბობენ, რომ დამავოი იბადება, როგორც მოხუცი ადამიანი და კვდება, როგორც ბავშვი. როგორც წესი, ბოროტები არ არიან, მათი მოვალეობაა 70 წლის განმავლობაში ემსახურონ ადამიანებს, რათა ღმერთმა აპატიოს შეცდომები და სამოთხეში შესვლის ნება მისცეს. სწორედ ამიტომ ისინი არ გაურბიან რელიგიურ ნივთებს, თუმცა არც დიდად აღაფრთოვანებთ, რადგან თავიანთი სასჯელი ახსენდებათ. დამავოის უყვარს ცხოველები, განსაკუთრებით ცხენი და უვლის მათ. უვარცხნის ფაფარს, კვებავს, და როცა სახლის პატრონს ცხოველისთვის საკვები არ აქვს, მეზობლისგან იპარავს. ხოლო თუ არ მოეწონება ცხოველები, მაშინ ხშირად ისინი იკარგებიან. დამავოი ვერ იტანს გინებას, სარკეებს, თხებსა და ფიცს. თუკი ოთახში ვინმე სარკეს დაკიდებს, შეიძლება ის სახლი სამუდამოდ დატოვოს. არ უყვარს ღვთის გმობაც და რელიგიისადმი აგდებული დამოკიდებულება. ამ დროს ნაწყენდება და შეიძლება ვეღარასდროს შემოირიგონ. გლეხები თვლიდნენ, რომ ჭრიალი, სტვენა, სიარულის ხმა და ხმაური დამავოის ხრიკები იყო. იმის მიხედვით რა ხმებს გამოსცემდა, შეიძლებოდა გაერკვიათ, თუ რა მიზანი ჰქონდა. მაგალითად, გულგამგმირავი ყვირილი, ჩხაკუნი და კვნესა ცუდის მომასწავებელი იყო, ხოლო სიცილი, სიმღერა და ცეკვის ხმა – კარგის. ღამით დამავოის რბილი, თმიანი ხელის შეხება კარგ ნიშნად ითვლებოდა. ხოლო თუკი ცივი და მჩხვლეტავი იყო, რაღაც ცუდი მოხდებოდა. უმეტესად დამავოი უჩინარი იყო, რადგან არ სურდა, ხალხს ენახა. თუკი ოჯახის თავი მამაკაცი საქმის გამო დატოვებდა სახლს, დამავოი მის ფორმას იღებდა და ღამით დადიოდა ეზოში. ყველაზე ხშირად დამავოის ხედავდნენ აღდგომას და აღდგომამდელი კვირის პერიოდში. რუსეთსა და სხვა სლავურ ქვეყნებში დღესაც არიან გლეხები, რომლებსაც მტკიცედ სწამთ დამავოის არსებობის.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები