2 1 : 4 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ნაბიჭვარი

ოცდაერთი დღის ჩანასახს გული უცემსო - გაგეგო სადღაც და მეოცე დღეს, გულის ძგერის დაწყებამდე, გადაწყვიტე მისი მოშორება. სამშობიაროში აბორტის მსურველი ქალების რიგი იდგა. ხორხოცებდნენ, ჭორაობდნენ და დრო გაჰყავდათ, თითქოს, პურის რიგში მდგარიყვნენ. -მერამდენე თვეში ხარ? - ჰკითხა ოცდაათიოდ წლის ქერათმიანმა ქალმა გვერდით მდგომს. -პირველში. -უი, მერე ჯერ რატომ იშორებ? დაგეცადა სამ-ოთხ თვემდე, დაზღვეული იქნებოდი ეგ პერიოდი. მე ეგრე ვაკეთებ ხოლმე. -უი, რას ამბობ, ქალო? რომელი ექიმი მომიშორებს ოთხი თვის ბავშვს? -უფ, წინაზე მე სწორედ ოთხი თვის მოვიშორე. მუცელი არ მეტყობოდა და არ გამიშვა ექოსკოპიაზე, ორი თვის ვარ მეთქი, მოვატყუე. მერე კი გადაირია გია ექიმი, ეგ რამხელა ნაყოფი მომაშორებინეო, მაგრამ რაღა დროს იყო?.. მაინც გოგო ყოფილა და არ უნდოდა ჩემს ქმარს… ამასობაში შენი რიგიც მოვიდა. ექიმს ჯერაც არ მოეხსნა სისხლიანი ხელთათმანი, ბოლო მკვლელობიდან შერჩენილი. მის თვალებში წითლად შეღებილი ციცქნა კიდურები ირეკლებოდა: თითქოს საშველად გამოწვდილი, უმწეო ხელები, ვერგაქცეული ტერფები… ბლოკი, სადაც აბორტებს აკეთებდნენ, ეშმაკებით გავსებულიყო, რომლებიც ჯოჯოხეთური ხარხარით დასცინოდნენ იქვე კუთხეში ატირებულ ღვთისმშობლის ხატს (უფალმა უწყის, რომელ ჭკუათმყოფელს მოუვიდა აზრად ხატის ამ მიწიერ ჯოჯოხეთში მობრძანება, ან რა მიზნით). პატარა უცოდველი სულები ეშმაკებით სავსე ოთახიდან გაღწევას ლამობდნენ. ზოგი დედას წაეტანებოდა, რომელიც ბედნიერი სახით გარბოდა ბლოკიდან “გათავისუფლებული”. მერე ცრემლიან ღვთისმშობელს ეხუტებოდნენ სითბონაკლულნი. ვეღარ იტევდა წმინდა მარიამის გაშლილი მკლავები უცოდველ სულებს… ექიმმა ექოსკოპიის დასკვნას გადახედა და ექთანს გადასძახა: -ლენა, მოამზადე გოგონა სააბორტოდ. სწორედ ამ დროს ზუსტად იგრძენი, როგორ სწვდა ერთ-ერთი ეშმაკი შენს სულს და ქვესკნელისკენ გააქანა. -არააააააა!!!- საკუთარმა განწირულმა ყვირილმა გამოგარკვია ფიქრებიდან და უკვე ქუჩაში იდექი. ეშმაკებიც სადღაც გამქრალიყვნენ, შორს რომელიღაც ტაძრის გუმბათი მოსჩანდა და შენ ხარბად ისუნთქავდი სუფთა ჰაერს, თან ისტერიკულად ეფერებოდი შენსავე მუცელს, რომელშიც გადარჩენილი ჩანასახის გულს სიხარულისგან ნაადრევად დაეწყო ძგერა… დაახლოებით რვა თვეში შენ მარტოხელა დედა დაგერქვა (და ხალხმაც გაგრიყა) მე კი, შენს მკერდზე ტკიპასავით მიკრულ უსუსურ ჩვილს, - ნაბიჭვარი (სწორედ ასე მიწოდა წლების შემდეგ ჭიდაობის წრეზე ჩემს მიერ დამარცხებულმა თანატოლმა). მე-კალ-მე flirtic.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...