2 0 : 5 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

პრეზიდენტმა განზრახ მკვლელობის მუხლით გასამართლებული 4 პირი შეიწყალა - კიდევ ვის შეწყალებას აპირებს მარგველაშვილი?

ჩამოტვირთვა

2014 წლის 31 ივლისს პრეზიდენტმა 280 პატიმარი შეიწყალა, მათ შორის იყოს განზრახ მკვლელობის მუხლით გასამართლებული 4 პირი. ეს ინფრომაცია აიტივისთან
საუბარში დაადასტურა
შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ.როდის იგეგმება მსჯავრდებულთა შეწყალების მორიგი ეტაპი და იქნებიან თუ არა, მათ შორის განზრახ მკვლელობის ბრალდებით გასამართლებული პირები? რატომ არ საჯაროვდება შეწყალებულ პატიმართა ვინაობა და უნდა იცოდეს თუ არა, საზოგადოებამ იმ მსჯავრდებულთა გვარები, რომელსაც პრეზიდენტი
შეიწყალებს ?
შეწყალებული პატიმრების შესახებ ინფორმაციის არასაჯაროობის გამო დღემდე გაურკვეულია როგორ გაათავისუფლეს ციხიდან მაკა ჩიჩუას ნახევარძმა მიხეილ მგალობლიშვილი, რომელსაც სასამართლომ 2012 წელს 17 წელი განზრახ მკვლელობის
მცდელობისთვის მიუსაჯა. მგალობლიშვილი მანამდეც ორჯერ იყო გასამართლებული, დღეს კი პრეზიდენტის წყალობით თავისუფალია, შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ამბობს რომ ამის შესახებ ინფრომაციას არ ფლობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები