1 6 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„ნაბეღლავის“ პროექტი „განათლებული მომავლისათვის 2014“ დასრულდა

კომპანია სს "წყალი მარგებელმა" (ნაბეღლავმა) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეებისათვის ინგლისურ ენაში განათლების ამაღლების წახალისების მიზნით, სპეციალური პროექტი შეიმუშავა და წელს უკვე მეორედ, ინგლისურ ენაში ყველაზე მაღალი მაჩვენებლის მქონე სამი მოსწავლე დიდ ბრიტანეთში, ორკვირიანი ენის კურსებით დააჯილდოვა. ინგლისური ენის კურსი, ცხოვრებისა და გზის ხარჯები,ექსკურსიებისა და  სხვადასხვა სახის აქტივობები კომპანია „ნაბეღლავმა“ დააფინანსა. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის  მოსწავლეები დიდი ბრიტანეთიდან შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ.ნაბეღლავმასაინტერესო და  შთაბეჭდილებებით სავსე  15 დღე გვაჩუქა. ექსკურსიები, საინტერესო გაკვეთილები, ახალი ნაცნობები, კომფორტული გარემო - ალბათ არასოდეს დაგვავიწყდება... და რაც ყველაზე მთავარიამნიშვნელოვანი პრაქტიკული გამოცდილება მივიღეთ, „  -  ემოციებს ვერ მალავენ ისინი.შეგახსენებთ, რომ მათი  შერჩევა  განათლების სამინისტროს მიერ ინგლისურ ენაში ჩატარებული ოლიმპიადის შედეგების გათვალისწინებით, სამინისტროდან გამოთხოვილი ოფიციალური ინფორმაციის საფუძველზე მოხდა. რეიტინგის მიხედვით პირველი სამი  მოსწავლე მარინა კუტუბიძე (47 ქულა), ელისაბენ სიხარულიძე (36 ქულა) და დიმიტრი კუტუბიძე (32 ქულა)  რომლებმაც საუკეთესო შედეგები აჩვენეს აგვისტოში დიდ ბრიტანეთში ინგლისური ენის კურსებზე გაემგზავრნენ.გასათვალისწინებელია, რომ იმ მოსწავლეების კონკურსში მონაწილეობის მიუხედავად, რომლებიც უკვე იმყოფებოდნენ კომპანიის მხარდაჭერით დიდ ბრიტანეთში 2013 წელს, მათი შედეგები წელს არ განიხილებოდა. ასპარეზი ამჯერად სხვა ახალბედა წარჩინებულებს დაეთმო.ეს ჩვეულებრივი მოვლენა ვერ იქნებოდა ჩვენს  ცხოვრებაში, რომ არა კომპანია "წყალი მარგებლის" არაჩვეულებრივი სიურპრიზი -  წარმატებული მოსწავლეები დიდ ბრიტანეთში საზაფხულო სკოლაში გაგვიშვა და  სწავლის, მოგზაურობის ყველა ხარჯი თავად გადაიხადა..“ - იხსენებენ წარჩინებულები.ბრიტანეთიდან დაბრუნებული მოსწავლეები ჩვენთან საუბრისას ამბობენ, რომ ეს იყო დაუვიწყარი ორი კვირა, რომელმაც მათ ბევრი რამ ასწავლა:„სკოლა,სადაც 2კვირა გავატარე, არასდროს დამავიწყდება. პროფესიონალი, მხიარული მასწავლებლები, საინტერესო
გაკვეთილები, სწავლისთვის საჭირო გარემო... და, რაც მთავარია, ინგლისური ენის არაჩვეულებრივი პრაქტიკა. გავიცანი უამრავი თანატოლი გერმანიიდან, საფრანგეთიდან, პოლონეთიდან, უკრაინიდან, იტალიიდან, ესპანეთიდან და სხვა ქვეყნებიდან. ვცხოვრობდი არაჩვეულებრივ ოჯახში, რომლის
ყველა წევრი ცდილობდა თბილი გარემო შეექმნა ჩემთვის,“
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი პროექტების განხორციელება, რადგან  სწორედ განათლებულ ინდივიდებს შეუძლიათ შექმნან ფასეულობა საკუთარი ქვეყნისთვის და მათზეა დამოკიდებული ქვეყნის განვითარებაც.
წყალი მარგებელი“ უკვე მეორე წელია ახორციელებს პროექტს „განათლებული მომავლისთვის“. წელს, შარშანდელის მსგავსად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სკოლების სამი მოსწავლე გაემგზავრა 2 კვირით ენის კურსებზე დიდ ბრიტანეთში. ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად წავახალისოთ ბავშვები,
მივცეთ მათ სტიმული უკეთესად სწავლისა და რაც მთავარია ვაჩვენოთ, რომ მათ შრომა დაუფასებელი არ რჩება. მოვუწოდებთ ყველა ჩოხატაურელ მოსწავლეს უფრო იაქტიურონ მომავალ წელს და ჩაერთონ აღნიშნულ პროექტში,“
- აღნიშნა „წყალი მარგებელის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ვიქტორია ჟიჟკომ.სს "წყალი მარგებელი"  ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მოსწავლეების განვითარებაზე,
წინსვლასა და  წახალისებაზე ზრუნვას მომავალშიც განაგრძობს. აღსანიშნავია, რომ ეს არის საპილოტო პროექტი. ბავშვებთან გასაუბრების შემდეგ განიხილა სამომავლო გეგმებიც, თუ რა მიმართულებით გაგრძელდება პროექტი მომავალში. სს
"წყალი მარგებელი" უსურვებს მათ წინსვლასა და წარმატებას განათლებაში, ხოლო
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სხვა მოსწავლეებს მოუწოდებს აქტიურად თვალყური ადევნონ კომპანიის პროექტებს, რათა მომავალში თავადაც გახდნენ ამ პროექტების მონაწილენი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...