2 1 : 4 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საქართველოში უვიზო რეჟიმი 94 ქვეყნისთვის იმოქმედებს

აქართველოსთან უვიზო რეჟიმი, წინასწარი ინფორმაციით, 24 ქვეყანას გაუუქმდა, 94 ქვეყნისთვის კი, კვლავ  უვიზო რეჟიმი იმოქმედებს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის, გიორგი ტაბატაძის ინფორმაციით, დღეს დამტკიცდა იმ ქვეყნების სია, რომელთა მოქალაქეებისთვის საქართველოში შემოსვლაზე უვიზო რეჟიმი იმოქმედებს. 
აღნიშნული ქვეყნების რაოდენობა 94-ს შეადგენს.  ამ 94 ქვეყანას შორის კი, ტაბატაძის ინფორმაციით, არიან ნატო-სა და ევროკავშირის წევრი ქვეყნები, აგრეთვე მეზობელი ქვეყნები, საიდანაც ტურისტების დიდი ნაკადი შემოდის. 
უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი სტატუსის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანამდე, უვიზო რეჟიმით 118 ქვეყანა სარგებლობდა.
იმ ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებთანაც უვიზო რეჟიმი იმოქმედებს,  ქვეყანაში დარჩენა 90 დღით შეეძლებათ, ნაცვლად ადრე განსაზღვრული  360 დღისა.
ქვეყნების სიას, რომელთანაც უვიზო რეჟიმი იმოქმედებს, საქართველოს  საგარეო საქმეთა სამინისტრო დღის განმავლობაში გამოაქვეყნებს.
"უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" კანონი 1-ელი სექტემბრიდან ამოქმედდება. 
ცვლილებების მიღებამდე ზემოაღნიშნული 118 სახელმწიფოს მოქალაქეებს საქართველოში 360 დღით უვიზოთ ყოფნა შეეძლოთ. იმ ქვეყნების სია კი, რომელთა მოქალაქეებსაც საქართველოში შემოსასვლელად ვიზები არ დასჭირდებათ კანონის ნაცვლად, მთავრობის დადგენილებით იქნება განსაზღვრული.  

თუკი აქამდე არსებული კანონის თანახმად, ქართული ვიზების აღება შესაძლებელი იყო ქვეყანაში შემოსვლისას - საზღვარზე, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში, ახლა ვიზების აღება მხოლოდ დიპლომატიურ წარმომადგენლობებში იქნება შესაძლებელი. საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე ვიზა მხოლოდ "განსაკუთრებულ შემთხვევეში" გაიცემა, ხოლო ამ "განსაკუთრებულ შემთხვევებსაც" მთავრობა დაადგენს.

ipn

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...