0 0 : 1 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

როგორ მოვამზადოთ ცვილის დეპილატორი


არასასურველი თმების მოსაშორებელი ცვილის მოსამზადებლად საჭიროა: 1 ჭიქა შაქარი, 1/2 ლიმონი, 2 სუფრის კოვზი თაფლი და 1/3 ჭიქა წყალი. 
აურიეთ ქვაბში შაქარი, ახლად გამოწურული 1/2 ლიმონის წვენი, თაფლი და წყალი. დადგით ცეცხლზე და თან გამუდმებით ურიეთ, მიიყვანეთ ადუღებამდე, ხარშეთ დაბალ ცეცხლზე 2-3 წუთი, შემდეგ ჩამოდგით ცეცხლიდან და გააგრილეთ ოთახის ტემპერატურამდე.

სანამ მასა გაგრილდება, დაიმუშავეთ ფეხის კანი - მიიღეთ თბილი შხაპი ან აბაზანა, მაგრამ არ გამოიყენოთ არანაირი ასაქაფებელი საშუალება, რადგან ისინი კანზე ტოვებენ ტენიან თხელ დამცავ შრეს, რომელიც ხელს შეუშლის შაქრიანი მასის მიწეპებას. უმჯობესია, გამოიყენოთ ბავშვის საპონი. ამის შემდეგ ფეხები აუცილებლად უნდა გაიმშრალოთ კარგად და დაიმუშაოთ სპირტის შემცველი რომელიმე ხსნარით. იგი კანს აშორებს ცხიმს და დეზინფიცირებას უკეთებს. მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ ლოსიონი, სპირტის შემცველიც კი, რადგან მას აქვს დამატენინებელი ეფექტი. როცა სპირტი შეგაშრებათ, მიიყარეთ ფეხზე ბავშვის ტალკი და გადაანაწილეთ იგი კანზე მსუბუქი დარტყმითი მოძრაობებით. ამით დეპილაციისთვის მზადება დასრულებულია. დაიწყეთ ცვილის ფეხზე დატანა თმების ზრდის მიმართულებით. თუ თმის სიგრძე 0,6-0,7 სმ-ზე მეტია, მაშინ აუცილებელად დაიდეთ ცვლის ერთი ფენა, მისი გაშრობის შედეგ - მეორე და შემდეგ - მესამე. ცვილის ზემოთ უნდა დაიწებოთ სპეციალური სადეპილაციო ლენტი. იგი იყიდება სალონებსა და კოსმეტიკურ მაღაზიებში და ერთი შეკვრა მინიმუმ ნახევარი წელი გეყოფათ. ლენტი კარგად რომ მიეწებოს ცვილს, ხელის გული რამდენჯერმე უნდა გაატაროთ მასზე. ლენტი უნდა მოიშოროთ თმების ზრდის საწინააღმდეგო მიმართულებით (ანუ ქვემოდან ზემოთ) ერთი მკვეთრი მოძრაობით. ეს, რასაკვირველია, მტკივნეულია, მაგრამ ტკივილი რამდენიმე წამი გრძელდება. ტკივილს შეამცირებთ, თუ ასე მოიქცევით: მარჯვენა ხელით აძრობთ ლენტს და ამ დროს მარცხენათი კანს ქაჩავთ ქვემოთ. ბოლოს გეტყვით, რომ უკეთესია დეპილაცია ცალ-ცალკე გაიკეთოთ კანის პატარ-პატარა (10-15 სმ) უბნებზე.

მკურნალის ჯის რედაქცია 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...