1 9 : 4 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„Moneyman.ge“კომპანიის საქმიანობას წარმატებულად აფასებს

  კომპანია „Moneyman.ge“ ქართულ ბაზარზე შემოსვლიდან თვენახევარში კომპანიის საქმიანობას წარმატებულად აფასებს. ეფექტური მარკეტინგი, კვალიფიციური კადრები,
საზოგადოებასთან  ურთიერთობა და რაც მთავარია,  მუდმივი და გულწრფელი კომუნიკაცია მომხმარებელთან.  კომპანია „Moneyman.ge“-ს დირექტორი ქეთი დარსაძის აზრით სწორედ ამ კომპონენტებმა განსაზღვრეს კლიენტების ლოიალობა „Moneyman.ge“-ს პროდუქტის, ყველაზე სწრაფი ონლაინ-სესხის მიმართ.მიმდინარე წლის ივლისში, საქართველოში ონლაინ-სესხების ბაზარზე მსხვილი ბრენდის - Moneyman.ge-ი შემოვიდა. მართალია ბაზარზე უკვე ოპერირებდა რამდენიმე მსგავსი ფორმატის კომპანია თუმცა, Moneyman.ge-ის დირექტორი - ქეთი დარსაძე მედიისთვის მიცემულ ინტერვიუებში აცხადებდა, რომ კონკურენტული პირობები, დაგეგმილი ფასდაკლებები და წამახალისებელი აქციები კომპანია Moneyman.ge-ს ამ გზაზე გამარჯვებას აუცილებლად მოუტანდა და ბაზარზე ლიდერის პოზიციებს დაეუფლებოდა.Moneyman-ის მიკროსესხი ეს
არის - 700 ლარამდე, სახლიდან გაუსვლელად, გაფორმება 5, წუთში, გადაწყვეტილება 1 წუთში, ფული იმავე დღეს.თვენახევრის შემდეგ, კომპანიის დირექტორი კი თამამად აცხადებს, რომ პროგნოზები გამართლდა, პირველი ეტაპისთვის მიზანი მიღწეულია
და საქმიანობის ახალი ფაზა იწყება, რომელიც კმაყოფილი კლიენტისთვის მუდმივმოქმედი სიახლეების პაკეტის შეთავაზებას გულისხმობს: „თვენახევარია რაც ქართულ ბაზარზე შემოვიდა კომპანია moneyman.ge. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ მოცემული პერიოდისთვის ძალიან ბევრი ერთგული მომხმარებელი  შევიძინეთ. მიგვაჩნია, რომ მიზანი, რომელიც საწყისი ეტაპისთვის გვქონდა დასახული, მიღწეულია - ბევრი ერთგული და კმაყოფილი მომხმარებელი. ჩვენი კომპანია კი საქმიანობის ახალ ეტაპზე
გადადის. ეს არის, ჩვენს ერთგულ მომხმარებლებზე ზრუნვა. მათთან ეფექტიანმა უკუკავშირმა მოგვცა საშუალება დაგვენახა ჩვენი კლიენტების მოთხოვნები, მათი საჭიროებები. ჩვენი გუნდი საკმაოდ დიდ დროსა და ენერგიას უთმობს მომხმარებელთა ნებისმიერი მოსაზრებისა თუ შენიშვნების ანალიზს. ეს გვაძლევს საშუალებას სწორად, ეფექტურად და დროულად ვუპასუხოთ მათ საჭიროებებს“ - აცხადებს ქეთი დარსაძე. 
კომპანია „Moneyman.ge“-ს დირექტორი ქეთი დარსაძე, შეიძლება ითქვას, რომ ის იშვიათი გამონაკლისია, რომელიც თავისი კომპანიის საქმიანობის შესახებ მედიასთან თამამად და გულწრფელად საუბრობს. მედიის ზედაპირული ანალიზიც კი აჩვენებს, რომ ონლაინ-სესხების გამცემი კომპანიების წარმომადგენელთა კომენტარები ძირითადად თავიანთი ორგანიზაციების სხვადასხვა პიარ აქტივობებისა თუ საიმიჯო კამპანიების შესახებ ინფორმაციის გავრცელებით შემოიფარგლება. მომხმარებელთა დიდ ნაწილს კი კვლავ აინტერესებს, რა არის ქართული ბაზრისთვის სრულიად ახალი პროდუქტი, ინტერნეტ-სესხი?„არ მინდა ვისაუბრო სხვა, მსგავსი პროფილის კომპანიებსა და მათ გადაწყვეტილებეზე საზოგადოებასთან ურთიერთოსბის თვალსაზრისით. მე შემიძლია ვისაუბრო ჩვენს სტრატეგიაზე, რომლის სტრატეგიულ მიზნებში საზოგადოებასთან ეფექტური კომუნიკაცია, პროდუქტის შესახებ მედიაში სიმართლის ტირაჟირება და „მეგობარი კლიენტი“ შედის. ბევრს საუბრობენ, რომ ონლაინ-სესხი ძვირი პროდუქტია... Moneyman.ge კარგად აცნობიერებს და პასუხისმგებლობით ეკიდება მომხმარებლის პოზიციას. სწორედ ამიტომ, ჩვენ არ აგვირჩევია მომხმარებელთა მოზიდვის ისეთი გზები, რომლებიც მომხმარებლებს „ერთჯერად სიკეთეს“ სთავაზობს,საბოლოოდ კი, მიზნად, მის შეცდომაში შეყვანას ისახავს. ჩვენ გვაქვს სტანდარტული პროცენტი(საკომისიო), რომელიც ჩვენი ყოველკვირეული ვიქტორინების საშუალებით ერთადერთი მიმართულებით იცვლება - მცირდება კლიენტის სასარგებლოდ. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს ძალიან მოქნილი სისტემა და მარტივად გავცემთ სესხს და არ გვაქვს ჯარიმები გადავადებაზე.ჩვენი მარკეტინგული აქტივობების საბოლოო მიზანია - კიდევ უფრო დაბალი საკომისიო მომხმარებელს და ვფიქრობ, რომ ეს ფილოსოფიაა ჩვენი წარმატების საფუძველი. მაგალითისთვის, MoneyMan.ge-ს მიმდინარე ვიქტორინა სპეციალურად ფეისბუქის
მომხმარებლებისთვის, სადაც ვიქტორინის ყველა მონაწილეს ფასდაკლების ბარათებით დასაჩუქრდება, გამარჯვებულს კი ფულად ჯილდო გადაეცემა. ასევე, ჩვენ
შევიმუშავეთ ბონუსური პროგრამა, რომლის დახმარებით თქვენ იღებთ ბონუსებს თქვენს მეგობრებისთვის Moneyman–ის მომსახურების შესახებ რეკომენდაციის მიცემის გამო“.
ექსპერტთა ნაწილი, რომელიც სწრაფი-ონლაინ სესხების გამცემი ორგანიზაციების საქმიანობას აკვირდებიან აღნიშნავენ, რომ ინტერნეტკრედიტთან დაკავშირებით, მომხმარებელს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება, რადგან ონლაინ-რეჟიმში დადებული ფინანსური გარიგების დროს სუსტია მომხმარებლის ინფორმირების დონე. Moneyman.ge-ს წარმომადგენელთა განცხადებით ისინი მომხმარებლებს დეტალურად და ამომწურავად აწვდიან ინფორმაციას. „Moneyman.ge-ს ვე-გვერდზე ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია ნახოს „კითხვების და პასუხების“ გრაფა სადაც განმარტებულია მხარეების ვალდებულებები. არ არსებობს ცალმხრივი პასუხიმსგებლობა და ვალდებულება. ჩვენ გვსურს, რომ ჩვენმა მომხმარებელმა ზუსტად და ადეკვატურად შეაფასოს თავისი შესაძლებლობები და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვიტოს სურს თუ არა, იმ მინიმალური პირობების დაკმაყოფილება, რომელიც 700 ლარამდე სესხის 5 წუთში მიღებისთისთვის არის საჭირო“ - ამბობს ქეთი დარსაძე. შეგახსენებთ, რომ ქართულ ბაზარზე უმსხვილესი ბრენდი - MoneyMan.ge მიმდინარე წლის ივლისში შემოვიდა. კომპანია MoneyMan.ge მომხმარებელს ყველაზე სწრაფ და შეღავათიან სესხს ყოველგვარი ერთჯერადი ჯარიმების გარეშე სთავაზობს. MoneyMan.ge ბაზარზე შემოსვლისთანავე მოქნილი და ეფექტური სისტემის დახმარებით განაცხადის შევსებიდან თანხის მიღებამდე დღემდე არსებული დაყოვნების პერიოდი საგრძნობლად შეამცირა. დღეს Mონეყმან.გე-ის მომხმარებელს სასურველი თანხის მიღება განაცხადის შევსებიდან ზუსტად 5 წუთში შეუძლია.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...