2 0 : 0 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

პრემიერ-მინისტრის განცხადება

ჩამოტვირთვა

შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უსაფრთხოებისა და კრიზისების საბჭოს რეფორმირების მიზნით განხორციელებულ შიდაუწყებრივ ცვლილებებზე გააკეთა განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისი განმარტებით, მოხდა საკადრო გადაადგილებები, რაც ხელს შეუწყობს რეორგანიზაციის პროცესს.
"ჩვენ დავასრულეთ შიდაუწყებრივი გადაადგილებები. ბატონი გიორგი ზედელაშვილი, რომელიც იყო შს მინისტრის მოადგილე, დაინიშნა უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილედ. ჩვენ მივიღეთ კანონი უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს შესახებ და გვაქვს სურვილი, მაქსიმალურად გავაძლიეროთ ეს უწყება. როგორც გუშინ ვაცნობე საზოგადოებას, ვიწყებთ შს სამინისტროს რეფორმირებას, უსაფრთხოების სამსახურის გამოყოფას შინაგან საქმეთა სამინისტროსგან. ვფიქრობ, განხორციელებული საკადრო ცვლილებები ამ პროცესს დაეხმარება. ბატონი ვახტანგ გომელაური დაინიშნება შს მინისტრის პირველ მოადგილედ, ასევე მინისტრის მოადგილედ ინიშნება თეიმურაზ მღებრიშვილი, რომელიც იყო სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი. ანზორ ჩუბინიძე კი დავაბრუნეთ სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსად. კიდევ ერთი ცვლილება გახლავთ ის, რომ სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე დაინიშნება შს მინისტრის მოადგილედ. ეს არის ის ცვლილებები, რომელიც განვახორციელეთ გუშინ,"- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები