0 2 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

არის თუ არა 17 დეკემბერი ბედობაც?

“დიდმოწამე ბარბარე, იმპერატორ მაქსიმიანეს (305-311) დროს ეწამა ქრისტესთვის. წმიდანი ქალაქ ილიოპოლში ცხოვრობდა. ის შეძლებული დიდგვაროვნის – დიოსკორეს ოჯახში დაიბადა. დიოსკორე ადრე დაქვრივდა და მეუღლისგან ერთადერთი შვილი, ბარბარე დარჩა. მამას ძალიან უყვარდა ქალიშვილი, ამიტომ გადაწყვიტა უცხო თვალისთვის მოერიდებინა, კოშკში გამოკეტა და მისი აღზრდა წარმართ მასწავლებლებს მიანდო. როდესაც ბარბარე კოშკიდან ბუნებას აკვირდებოდა, ხვდებოდა, რომ ასეთი მოწესრიგებული და ლამაზი გარემო, კერპების შექმნილი არ იქნებოდა. ამის შემოქმედი მხოლოდ ერთი, უმაღლესი, უზენაესი ძალა უნდა ყოფილიყო.

ხშირად ისმის ასეთი კითხვა: თუ ადამიანი ისეთ ადგილას დაიბადა ან მოხვდა, სადაც არ არსებობს მართლმადიდებლური ეკლესია და არ არის მოძღვარი, ნუთუ ის ადამიანი განწირულია?!

როდესაც ბარბარე გაურკვევლობაში იყო, კოშკში გამოკეტილი, ღვთის წყალობით, მას გაუჩნდა სურვილი ჭეშმარიტება ეპოვა. ასევეა ნებისმიერი ადამიანიც, რა გარემოშიც არ უნდა იყოს, თუკი მას ჭეშმარიტების შეცნობა უნდა, შემოქმედი მას ყოველთვის გამოუჩენს გზას, რომელიც უფალთან მიიყვანს და აცხონებს.

ამასობაში, წმიდა ბარბარეს მშვენიერების შესახებ ქალაქში ხმა გავრცელდა და უამრავი ჭაბუკი გამოჩნდა სხვადასხვა ქვეყნიდან, მისი ხელისა და გულის მაძიებელი. დიოსკორემ ასულს შესთავაზა, მთხოვნელთა შორის თავად აერჩია გულისსწორი, რაზეც წმინდანმა მკაცრად მიუგო, რომ ის გათხოვებას არ აპირებდა.

მამამ იფიქრა, ბარბარეს ჩაკეტილმა ცხოვრებამ და მარტოობამ გადაუსხვაფერაო ხასიათი. მას კოშკიდან გამოსვლის ნება დართო და თავისუფლება მიანიჭა, რათა თავისით აერჩია მეგობრები და გაუცხოვება განექარვებინა.

ცოტა ხანში დიოსკორეს საქმეების გამო გამგზავრება მოუხდა. ამ დროს, წმინდა ბარბარემ, უფლის განგებით, ქრისტიანი ქალწულები გაიცნო, რომლებმაც ყოვლადწმინდა სამების შესახებ აუწყეს მას. ბარბარემ ეს ყველაფერი ყურადღებით მოისმინა, შეიმეცნა და ქრისტიანობა მიიღო. ამის შემდეგ წმინდანმა იწყო გულმოდგინედ ლოცვა და მარხვა, დადო ქალწულობის აღთქმა და გადაწყვიტა სიცოცხლე ღვთისათვის მიეძღვნა.

ერთხელ, როდესაც ბარბარე ბაღში სეირნობდა, სადაც დიოსკორეს ბრძანებით დიდ აბანოს აშენებდნენ, წმინდანმა აბანოს მარმარილოთი მოპირკეთებულ შესასვლელში თითით ჯვარი გამოსახა, ქვის საფეხურზე კი მისის ტერფის ანაბეჭდი ამოიკვეთა, საიდანაც წყარომ ამოხეთქა და შემდგომში უკვე მრავალი სასწაულებრივი კურნება აღასრულა.

დიოსკორეს ბრძანების მიხედვით, აბანოს ორი სარკმელი უნდა ჰქონოდა – მზისა და მთვარის ნიშნად, ბარბარემ კი მშენებლებს მესამე სარკმლის გამოჭრაც სთხოვა, ნიშნად წმინდა სამებისა.

შინ დაბრუნებულმა დიოსკორემ, იხილა რა სამი სარკმელი, მშენებლებს გაუჯავრდა, მაგრამ ბარბარემ აღიარა მამასთან ჭეშმარიტი სარწმუნოება და შეეცადა დიოსკორეც მოექცია. მამა ისე გაუბრაზდა, მახვილი იშიშვლა და მოსაკლავად გამოეკიდა, ბარბარემ გამოქვაბულში დამალვა მოახერხა, მაგრამ ის ცოტა ხნის შემდეგ მაინც შეიპყრეს.

დიოსკორემ საკუთარი ასული მმართველ მარტიანეს მიჰგვარა. ქალწულის სილამაზით მოხიბლულმა მარტიანემ ტკბილი სიტყვით სცადა მისი გადაბირება, თუმცა არაფერი გამოუვიდა, ბარბარე მტკიცედ იდგა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე.

წმიდა ბარბარეს ურჩობით განრისხებულმა მმართველმა ბრძანა, ტყავის შოლტებით ეგვემათ წმინდანი და სასტიკად აწამებინა. მაგრამ ნაწამებ ქალწულს თავად იესო ქრისტე გამოეცხადა და განკურნა და გაამხნევა. მეორე დღეს, როდესაც ბარბარე მტარვალების წინაშე იხილეს – ის სრულიად განკურნებული იყო.

მმართველმა ეს ყოველივე კერპებს მიაწერა, რადგან არ სურდა ერწმუნა ჭეშმარიტება. ბარბარესაც მოუწოდა თაყვანი ეცა კერპთათვის, რაზეც მტკიცე უარი მიიღო. ამიტომ ის ამჯერადაც სასტიკად გვემეს, ოღონდ, ახლა უკვე ხალხის წინაშე.

ასულის სიმტკიცით გაოცებულმა ჯალათებმაც კი ირწმუნეს ქრისტე, რისთვისაც უმალვე დაისაჯნენ სიკვდილით.

ბარბარეს წამების საცქერლად შეკრებილ ბრბოში იდგა ილიოპოლელი ქალწული იულიანაც, რომელიც თანდათან ივსებოდა წმიდა მარტვილისადმი თანაგრძნობით და მის მსგავსად, ქრისტესთვის თავგანწირვის სურვილით ინთებოდა. ბოლოს ნეტარმა ხმამაღლა დაიწყო მტარვალთა მხილება, რისთვისაც მსწრაფლ შეიპყრეს და ბარბარესთან ერთად საწამებლად შეაგდეს.

წმიდა ბარბარეს და იულიანას, სამოს შემოძარცვულებს დაატარებდნენ ქუჩებში, სცემდნენ, დასცინოდნენ… უფლის ანგელოზებმა კი ნეტარქალწულთა სიშიშვლე სპეტაკი სამოსით დაჰფარეს, რითაც უხილავი შეიქმნა მათი სიშიშვლე.

ამდენი დამცირების შემდეგ ბარბარეს თავის მოკვეთა მიესაჯა და ის თავად დიოსკორემ გაიყვანა დასასჯელად. მაშინ, წმინდა ქალწულმა ითხოვა, რომ მისთვის ხელები გაეხსნათ, რათა ელოცა, პასუხად კი დაცინვა მიიღო. ამ დროს გაისმა ხმა ზეციდან: “მოვედ, წმიდაო ბარბარე, დისა შენისა იულიამას თანა სასუფეველსა ცათასა. აჰა, ესერა ანგელოსნი იხარებენ მოწევნასა შენსა მათ თანა და ყოველი, რომელი ითხოვე. მიმიცემიეს შენდა და უფროისი ამისსა მიგცე შენ”. ამის შემდეგ დიდი სიხარულით მოუდრიკეს ქედი მახვილს. წმინდა ბარბარე მამამისის ხელით აღესრულა. როგორც კი დიოსკორემ ასულს მახვილი დასცა, იმავ წამს ჭექა-ქუხილის ხმა გაისმა. ზეციდან წამოსული შემოსული საშინელი ცეცხლი დაატყდა მას თავს და ერთიანად დაწვა. მისი ფერფლი კი უეცრად ამოვარდნილმა ქარმა გაფანტა. ასევე, დაისაჯა მარტიანეც, სასახლეში შესვლისას მეხი დაეცა და მისგან მტვერიც აღარ დარჩა.

მორწმუნე ქრისტიანებმა წმინდა ბარბარეს პატიოსანი ნეშტი პატივით დაკრძალეს. VI საუკუნეში ნეტარი დიდმოწამის წმინდა ნაწილები კონსტანტინოპოლში გადააბრძანეს, საიდანაც XII საუკუნეში კიევში იქნა გადასვენებული. ამჟამად, წმინდა ბარბარე კიევის ლავრაშია დაკრძალული.”

- მამაო, ხომ არ არის საქართველოში ჩამობრძანებული წმინდა დიდმოწამე ქალწულის წმიდა ნაწილები?

- წმ. ბარბარეს წმინდა ნაწილები კიევშია დაცული. თუმცა, რამოდენიმე წლის წინ ჩამოაბრძანეს მისი ხატი, რომელშიც წმიდა ნაწილი იყო ჩაბრძანებული. ეს ხატი საპატრიარქოს შესწირეს და იქ არის დაცული.

- წმიდა ბარბარეს სახელობის რამდენი ტაძარია საქართველოში?

- საკმაოდ ბევრი. თბილისში სამი თუ ოთხი, ხოლო საქართველოს თითქმის ყველა კუთხეშია აგებული. ძველთაგანვე ქართველები დიდ პატივს მიაგებდნენ ამ წმიდანს და აშენებდნენ მისი სახელობის ტაძრებს.

- მართალია თუ არა, რომ წმიდა ბარბარე ბავშვების მფარველია?

- მართლაც ბავშვების მფარველად არის აღიარებული, თუმცა მე მიმაჩნია, რომ ასე გამოყოფა არასწორია. როგორ შეიძლება ერთი წმიდანი ბავშვების მფარველი იყოს და მეორე –არა?! განა წმინდა გიორგის, რომ ვავედროთ ბავშვები, არ დაიფარავს? წმიდა ბარბარე ყველა ადამიანის მფარველია.

- მამაო, არის ასეთი ტრადიცია, რომ ბარბარობას ლობიანებს აცხობენ. რამდენად სწორია ეს?

- ეს ხალხური ტრადიციაა, რომელიც დროთაგანმავლობაში ჩამოყალიბდა და ეკლესიასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ეს ცუდი არ არის, პირიქით, ხალხური შემოქმედებაა. ხალხი თავისებურად გამოხატავს პატივისცემას ამ წმინდანის მიმართ. ეს მისასალმებელია.

- მამაო, 17 დეკემბერს, ბარბარობასთან ერთად, ბედობასაც ულოცავენ ერთმანეთს ქართველები. მართებულია ეს?

- ბედობა ცრურწმენაა. ამასთან დაკავშირებით ეკლესიას სხვა მოსაზრება აქვს, თუმცა ეს უკვე სხვა თემაა. 17 დეკემბერს ჩვენ ბარბარობის წმიდა დღესასწაულს ვზეიმობთ და არა – ბედობას.

ღმერთმა ყველანი დაგლოცოთ მისი მადლით.

ambioni.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...