2 1 : 5 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მერია საცობებთან ბრძოლას გეგმავს

ჩამოტვირთვა

თბილისის მერის განცხადებით, შეხვედრის მონაწილეებ შეთანხმდნენ 7 პრიორიტეტზე. კერძოდ, ჩატარდება კვლევა, რომელიც სატრანსპორტო საცობების წარმოქმნის მიზეზებს დაადგენს; მომავალი წლის ბიუჯეტით პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობა აღდგება, ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე კი საგზაო მოძრაობა გაფართოვდება; რეგიონალური და ინფრასტრუქტურის სამინისტრო დაასრულებს თბილისის შემოვლით გზის მშენებლობას, რათა დიდი სატრანსპორტო საშუალებებმა დედაქალაქის ტერიტორია არ გადაკვეთონ, არამედ შემოვლითი გზით ისარგებლონ; ცალკეულ ადგილებზე დაიდგმება თანამედროვე ტიპის ელექტრონული მართვის შუქნიშნები, რომლის პირველ შედეგებს გაზაფხულზე ელოდებიან; შესაძლოა ზოგიერთ ადგილებზე გაუქმდეს პარკირების ადგილები; დუბლინიდან თბილისის მერია მოიწვევს ექსპერტებს, რომლებიც მოძრაობის ორგანიზების მართვის ელექტრონული სისტემის ავტორები არიან. მოხდება მათი რეკომენდაციების გათვალისწინება და ასევე ჩატარდება საინფორმაციო კამაპნია მძღოლებისთვის, თუ სად უნდა გააჩერონ ან არ გააჩერონ ავტომობილი სატრანსპორტო საცობი რომ არ გამოიწვიონ. 
თბილისის მერიაში შეხვედრა დახურულ კარს მიღმა ერთ საათზე მეტი ხანს გაგრძელდა. შეხვედრის დასაწყისში დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ სატრანსპორტო საცობების პრობლემის მოსაგვარებლად მერიაში სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომელშიც მერიის შესაბამისი სტრუქტურების გარდა, საკრებულოს, შინაგან საქმეთა და ეკონომიკის სამინისტროების, ასევე ტექნიკური უნივერსიტეტისა და საექსპერტო ბიუროების წარმომადგენლები შევლენ. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები