2 1 : 4 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

კომპანია „არემჯის“ განცხადება პროფკავშირული ორგანიზაციების ხელმძღვანელების ბრალდებებთან დაკავშირებით

RMG ჯგუფის კომპანიებში დასაქმებულთა მიერ პროფკაშირის რიგების დატოვებასთან დაკავშირებით ბოლო დროს გავრცელებულ არაერთ ცილისმწამებლური განცხადების პასუხად კომპანიის ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ სინამდვილეს არ შეეფერება საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარის თამაზ დოლაბერიძისა და პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის ირაკლი პეტრიაშვილის მიერ გავრცელებული ცილისმწამებლური ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოსდა ადგილი ჰქონდა ადმინისტრაციის მხრიდან თანამშრომლების იძულებას, მუქარასა თუ ზეწოლას პროფკავშირის რიგებიდან გასვლის მიზნით.

კომპანიის ადმინისტრაცია სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ იგი არასდროს ჩარეულა პროფკავშირული ორგანიზაციის შიდა საქმიანობაში და თანახმაა მომავალშიც გააგრძელოს მჭიდრო თანამშრომლობა საწარმოს მუშა-მოსამსახურეებთან მათი სამუშაო პირობებისგაუმჯობესების მიზნით.

რაც შეეხება დარგობრივი პროფკავშირული ორგანიზაციის რიგების დატოვებას, კომპანიის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აღნიშნულის ერთ-ერთ ძირითად მიზეზს წარმოადგენს საწარმოს მუშა-მოსამსახურეებში გაჩენილი უნდობლობა პროფკავშირული ორგანიზაციების ხელმძღვანელთა მიმართ, დაკავშირებული მათი მხრიდან არაერთ შეუსრულებელ დაპირებასთან, ასევე საფუძვლიან ეჭვებთან პროფკავშირის მხრიდან საწევრო ანარიცხებისათუ სხვა ფინანსების გაუმჭვირვალე და არამიზნობრივ გამოყენებასთან დაკავშირებით, როგორც ეს უკვე რამდენჯერმე გაჟღერდა თვით პროფკავშირის რიგებიდან გამოსული თამაშრომლების მხრიდან.

ამდენად, კიდევ ერთხელ გვსურს დაბეჯითებით განვაცხადოთ, რომ პროფკაშირული ორგანიზაციების ხელმძღვანებლსა და პროფკავშირის ყოფილ თუ ამჟამინდელ წევრებს შორის მიმდინარე პროცესებზე კომპანიის ადმნისტრაციას არანარი ზეგავლენა არ აქვს და შექმნილი პრობლემების მიზეზების ძებნა ისევ პროფკაშირის შიგნით უნდა მოხდეს და არა ადმინისტრაციისადმი უსაფუძვლო და პროვოკაციული გადაბრალების გზით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...