1 3 : 4 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ლუკოილი: "საქართველოში, ბენზინის ფასი არსებულ რეალობასთან შედარებით დაბალია"

ნავთობპროდუქტების სექტორი მნიშნელოვანია ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისათვის და სახელმწიფო ბიუჯეტში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი გადამხდელია, ამდენად აუცილებელია, გადაწყვეტილებების მიღების დროს ერთის მხრივ, გათვალისწინებული იყოს ბიზნესის ინტერესები, მეორეს მხრივ, დაცული იყოს მომხმარებელთა უფლებები.

ფინანსთა მინისტრი, ნოდარ ხადური ნავთობსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც ფინანსთა სამინისტროს მხრიდან დარგის განვითარებისა და ხელშეწყობისთვის განხორციელებული საკანონმდებლო ინიციატივები, განიხილეს.

ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებმა მოისმინეს ის შენიშვნები და წინადადებები, რომელიც ამ კუთხით აქვთ ნავთობიმპორტიორებს.

როგორც კომპანია ლუკოილში აცხადებენ შეხვედრის ინიციატორი ნავთობის იმპორტიორთა კავშირია. კომპანია"ლუკოილისგენერალური დირექტორის მოადგილის შავლეგ მიშველაძის  განცხადებით, შეხვედრაზე ის რეკომენდაციები განიხილეს რომელიც დარგის უკეთ ფუნქციონირებას შეუწყობს ხელს

"შეხვედრაზე განხილული იქნა რამდენიმე საკითხი. მინისტრის დავალებით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი და ამის შესახებ მინისტრმა შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელებს დაავალა."- განუცხადა შავლეგ მიშველაძემ სააგენტო „აიპრესს“.

-         ბატონო შავლეგ, თქვენი მხრიდან რა კონკრეტული წინადადებები წამოაყენეთ?

-         დარგმა ფინანსთა სამინისტროს შეჯერებული წინადადებები შევთავაზეთ. შეხვედრამდე კი ჩვენ პოზიციები ცენტრალიზებულად შევაჯერეთ. ერთ-ერთი საკითხი უკავშირდებოდა, დანაკარგების თემას, რომელიც ამჟამად რეგულირებადია, მაგრამ ვრცელდება მხოლოდ განბაჟებულ ტვირთზე, მაშინ როდესაც საქართველოს ტერიტორიაზე არსებობს საბაჟო საწყობები, სადაც კომპანიები ინახავენ განუბაჟებელ ტვირთსაც. ჩვენი წინადადებით, დანაკარგი ამ ტვირთსაც უნდა ეხებოდეს.

საკითხი შეეხებოდა ასევე შიდა გადაზიდვების გამარტივებას იმ შემთხვევებისთვის, როდესაც ფორსმაჟორთან გვაქვს საქმე. აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, მუშა ჯგუფების დონეზე მოხდება საკითხების გადაწყვეტა და პოზიციების შეჯერება.

-         როგორც ვიცით, ანტიმონოპოლიურ სამსახურთან, რომელიც ნავთობპროდუქტების სექტორს იკვლევს,  რამდენიმე შეხვედრა გქონდათ. როგორც ამბობენ, ანტიმონოპოლიურს საკმაოდ პრეტენზიული ტონი ჰქონდა. თუ დააყენეთ ფინანსთა მინისტრთან აღნიშნული საკითხი?

-         ანტიმონოპოლიურ სამსახურთან რამდენიმე შეხვედრა ნამდვილად გვქონდა და კიდევ გვექნება. ჩვენ ვართ თანამშრომლობის და ურთიერთობის იმ ფორმატში გადასულები, როდესაც ჩვენ თვითონ ვართ მოწადინებულები, რაც შეიძლება მალე დაესვას წერტილი მოარულ და ყბადაღებულ თემებს და არასწორი ინფორმაციის გავრცელებას ჩვენს მარჟებთან მიმართებაში. ჩვენ, ერთ-ერთ შეხვედრაზე მადლობაც კი მივიღეთ რომ საკმაოდ ოპერატიულად მივაწოდეთ ინფორმაცია სამსახურს. მზად ვართ თანამშრომლობისთვის და ადეკვატური განხილვა მიმდინარეობს.

ტონთან დაკავშირებით ვერ დაგიდასტურებთ ინფორმაციას. ფინანსთა მინისტრთან ჩვენ ეს თემა არ დაგვიყენებია, რადგან ანტიმონოპოლიური სამსახური განცალკევებული სტრუქტურაა.

-         მსოფლიოში ნავთობის ფასმა ბოლო პერიოდში მოიმატა, რასაც დაემატა ლარის კურსის მკვეთრი გაუფასურება. ამ ორი ფაქტორის გავლენით როგორ შეიცვლება ფასები საცალო ბაზარზე?

-         იმ ტიპის ქვეყნებში, როგორიც საქართველოა, სადაც იმპორტზეა დამოკიდებული  მოხმარებული საწვავის მოცულობა, ორი ფაქტორი წარმოადგენს მნიშვნელოვან გარემოებას. ეს არის მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი და ეროვნული ვალუტის კურსი იმ ვალუტასთან მიმართებაში, რომელშიც ხდება გარიგებები სანავთობო ბიზნესში. ამ ორი ფაქტორის ცვლილების გათვალისწინებით, ადრე თუ გვიან აუცილებლად დადგება დრო, როდესაც ცვლილებები ფასის კორექტირების კუთხით, ჩვენდა სამწუხაროდ  გარდაუვალი იქნება.

-         ფასის ცვლილების კონკრეტულ პერიოდს ხომ ვერ დაასახელებთ?

-         კონკრეტულ პერიოდს ჯერჯერობით ვერ დავასახელებთ, რადგან ეს დამოკიდებულია კომპანიის მარაგებზე და სხვა რიგ ფაქტორებზე.  იმ შემთხვევაში, თუ ჩვენგან ამგვარი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობიდან გამომდინარე და არავითარ შემთხვევაში სხვა გარემოებით. ბოლო წუთამდე შევეცდებით, რომ ამ ტიპის გადაწყვეტილება ჩვენი მხრიდან მიღებული არ იქნას.

პრემიერმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ საწვავის ფასი შესაბამისობაში არ მოდის მსოფლიოში ნავთობის ფასების კლებასთან, პარალელურად ლარის კურსის გამო გიწევთ ფასების აწევა, რამდენად მოდის ეს ორი ფაქტორი ერთმანეთთან შესაბამისობაში?

პრემიერმა გამოთქვა ვარაუდი ამასთან დაკავშირებით და დაავალა კომპეტენტურ ორგანოს, რომ საკითხი შეესწავლა. საქართველოში არსებული ფასები აბსოლუტურად ასახავდა რეალობას. დღეს არსებული ფასები რეალობას აღარ ასახავს, რადგან ყველა ლოგიკის თანახმად, საწვავი უნდა ღირდეს უფრო ძვირი, ვიდრე ღირს დღეს. თუმცა ჩვენ ვიჩენთ კეთილგონიერებას - ველოდებით მოვლენების განვითარებას იმ იმედით, რომ დასტაბილურდება ვითარება ეროვნული ვალუტის გარშემო. მსოფლიო ბაზარზეც ბოლო ერთი თვის განმავლობაში არსებული აღმავალი ტრენდი შეიცვლება ისევ კლებადი ტრენდით, რაც საწვავის კიდევ უფრო გაიაფების საშუალებას მოგვცემს.

-         ლარის კურსის გამო კომპანიას კონკრეტულად რა რაოდენობის ზარალი მიადგა?

-         ჩვენ საწვავს ვიძენთ დოლარში და ვყიდით ლარში, შესაბამისად კურსის ცვლილება თანმდევია ფასთწარმოქმნის.

-         ზოგიერთმა კომპანიამ კონკრეტული თანხა დაასახელა, რაც იზარალეს ლარის კურსის მკვეთრი ვარდნის გამო. თქვენ თუ დაასახელებდით კონკრეტულ დანაკარგს?

-         სრულ სურათს თვის ბოლოს შევისწავლით. ჯერჯერობით კონკრეტულ ციფრს ვერ დავასახელებთ. 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...