1 6 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„საბა კონსტრაქშენი’’: ვიცე-პრემიერის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ ლარის დევალვაციით გამოწვეული აჟიოტაჟი გადაფარა

"სახელმწიფო კომპენსირებას გაუკეთებს სახელმწიფო ტენდერებში გამარჯვებულ იმ კომპანიებს, რომლებსაც ვალუტის დევალვაციის გამო პრობლემები შეექმნათ" – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა,  გიორგი კვირიკაშვილმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის ინიციატივას,  ტენდერებში მონაწილე კომპანიების უმრავლესობა დადებითად აფასებს. კომპანიებს მიაჩნიათ, რომ აღნიშნული ინიციატივის  ამოქმედების შემთხვევაში კომპანიებს მიეცემათ შეუფერხებელი საქმიანობის საშუალება და მეორე მხრივ,  ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს ცენტრალურ თუ მუნიციპალურ დონეებზე შეუფერხებლად განხორციელდება.

საბა კონსტრაქშენი ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიაა, რომელიც საქართველოში ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს. კომპანიის ხელმძღვანელი ლევან თარგამაძე აღნიშნავს, რომ ზოგადად ქვეყანაში სავალუტო კრიზისი ნეგატიურად აისახება ბიზნესზე, მათ შორის სახელმწიფო ტენდერებში მონაწილე კომპანიების ფინანსურ მდგომარეობაზე. მიზეზი მარტივია –  ძვირდება იმპორტირებული საქონელი, ძვირდება მუშახელი, ეროვნული ვალუტით განსაზღვრული ძველი ფასებით ისინი ვეღარ შეძლებენ არსებული პროექტების დასრულებას, რაც კომპანიების  ფინანსური ზარალის რისკს გამოიწვევს. 

როგორც თარგამაძე აღნიშნავს, ვიცე-პრემიერის  მიერ გაკეთებულმა განცხადებამ, სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე კომპანიებისთვის კომპენსირებასთან დაკავშირებით,  თავისი მნიშვნელობით  გადაფარა ლარის დევალვაციით გამოწვეული აჟიოტაჟი.

კვირიკაშვილის განცხადების მხიედვით, კომპენსირება შეეხება მხოლოდ მიმდინარე სამუშაოებს და სამომავლო სატენდერო  პროექტებს. ამ ეტაპზე უცნობია, თუ რა რაოდენობის თანხა იქნება გათვალისწინებული კომპენსირებისთვის. წინასწარი შეფასებით, დევალვაციის ეფექტი არ უნდა აღემატებოდეს მთლიანი შესყიდვების ათ პროცენტს. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...