0 1 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გიორგი თევზაძის სახელობის თასის გათამაშება დრიფტში ტრადიციულ ხასიათს შეიძენს

 საავტომობილო სოციალურმა ქსელმა NeedForDrive.com და საქველმოქმედო ფონდმა “გიორგი თევზაძე და მეგობრები”,  დრიფტში გიორგი თევზაძის სახელობის 2015 წლის თასის გათამაშება ჩაატარა. როგორც ორგანიზატორები ამბობენ, NeedForDrive.com და საქველმოქმედო ფონდი ამიერიდან  გიორგი თევზაძის პატივსაცემად, მისი სახელობის თასის გათამაშებას ყოველ წელს, მარტის ბოლოს ჩაატარებს.

გიორგი თევზაძის სახელობის თასის გათამაშება უკვე მეორე წელია ტარდება, თუმცა წინა წელთან შედარებით წელს შეჯიბრის ფორმატი საკმაოდ გართულებული იყო. დრიფტში მონაწილეობას იღებდნენ როგორც პროფესიონალები ისე მოყვარულებიც.

თითეულ კლასში შეჯიბრის ფორმატი იყო განსხვავებული.

პროფესიონალ კლასში ორგანიზატორების მიერ აუცილებელი მოთხოვნა იყო, რომ მონაწილეს ავტომობილი აღჭურვილი ყოფილიყო კარკასით “დუგებით”,  სავარძლით, ასევე მონაწილე აუცილებლად აღჭურვილი უნდა ყოფილიყო სპეციალური ტანსაცმლით “კომბინიზონით”.

აღსანიშნავია, რომ ორივე კლასში როგორც მოყვარულებში ასევე პროფესიონალებში მონაწილეთა დიდი აქტივობა დაფიქსირდა და შეჯიბრი ძალიან დაძაბული გამოდგა, რასაც წვიმაც დაემატა, თუმცა მიუხედავად ცუდი ამინდისა ყველაფერმა კარგად ჩაიარა.

გამარჯვებული გამოვლინდა საქართველოში არსებული დრიფტის წესებით.

სამოყვარულო კლასში გამარჯვებულს გადაეცა 100 ლიტრი საწვავი კომპანია სოკარისგან და სამახსოვრო პრიზი ორგანიზატორებისგან.

პროფესიონალ კლასში გამარჯვებულს გადაეცა გიორგი თევზაძის (თევზის) სახელობის თასი, 500 ლიტრი საწვავი კომპანია სოკარისგან, ვაუჩერი საავტომობილო ზეთების მწარმოებელ კომპანია კასტროლისგან და სამახსოვრო პრიზები ორგანიზატორებისგან.

წლევანდელი თასის გამარჯვებულები არიან:

პროფესიონალურ კლასში გამარჯვებული – გიორგი ჯავახაძე.

სამოყვარულო კლასში გამარჯვებული – ლაშა ჯანაშია.

მაყურებლის სიმპატია

პროფესიონალურ კლასში – გიორგი სარიშვილი.

სამოყვარულო კლასში – ავთო ხელხელაური.

საპატიო სიგელი

შეჯიბრის ერთადერთი მონაწილე ქალბატონი – სოფი ხოჯავა.

საავტომობილო სოციალური ქსელი NeedForDrive.com და საქველმოქმედო ფონდი “გიორგი თევზაძე და მეგობრები”, წარმატებებს უსურვებს გამარჯვებულებს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...