1 0 : 4 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

კომპანია „არემჯი“ 20 აპრილს გაზეთ „მთელ კვირა ში“ (რეზონანსი) გამოქვეყნებულ სტატიას - „საყდრისის აფეთქებით ხუთი უძველესი ეკლესია დაზიანდა“ ეხმაურება.

„ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ სტატიაში გახმოვანებული უსაფუძვლო, არაკომპეტენტური და გაზვიადებული ბრალდებები ნაწილია იმ  ნეგატიური  კამპანიისა, რომელიც „არემჯი“ ჯგუფის წინააღმდეგ არის მიმართული და მიზნად კომპანიის დისკრედიტაციას და საქმიანი რეპუტაციის შელახვას ისახავს.

მიმდინარე წლის 14 აპრილით დათარიღებულ წერილში, რომელიც კომპანიამ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსგან  მიიღო,  წერია, რომ მონიტორინგის შედეგად ორსაყდრების ეკლესიებზე შეინიშნება მხოლოდ ძველი, უმნიშვნელო ბზარები, რომლებიც ტაძრებს,  ყაჩაღიანის #1 უბანზე კომპანია „არემჯის“ მიერ კანონიერი სამუშაოების დაწყებამდე უკვე ჰქონდა.  ამონარიდი წერილიდან:

 „სააგენტოს სპეციალისტების მიერ ა/წ 21 იანვარს განხორციელდა ორსაყდრების ეკლესიების მონიტორინგი და დადგინდა, რომ წმინდა გიორგის ეკლესიაზე შეინიშნება ძველი, უმნიშვნელო ბზარები, რომლებიც საფრთხეს არ უქმნის შენობის მდგომარეობას“.

წერილში საუბარია ძველ,უმნიშვნელო ბზარებზე, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს ყაჩაღიანის #1 უბანზე მიმდინარე სამთო-მოპოვებით სამუშაოებთან. ამას ადასტურებენ სააგენტოს ექსპერტები, რომლებსაც გააჩნიათ შესაბამისი გამოცდილება და კომპეტენცია და არ არიან საგაზეთო სტატიაში მოყვანილი რესპოდენტების მსგავსი არაპროფესიონალები.

ასევე მნიშვნელოვანია , რომ იმის დასადგენად, თუ რამდენად პროგრესირებადია და რამდენად ახდენს გავლენას გარემო ფაქტორები არსებულ ბზარებზე,  სააგენტოს მიერ ღვთისმშობლის და წმ. გიორგის სახელობის  ტაძრებზე მოეწყო ყალაურები (ბზარების პროგრესირების ინდიკატორი).

წერილში ვკითხულობთ:

„სააგენტოს მიერ მუდმივად ხორციელდება მკაცრი მონიტორინგი, არსებული მდგომარეობით ბზარებზე ცვლილებები არ აღინიშნება...“

ყოველივე ზემოთ ხსენებულიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ ყაჩაღიანის #1 უბანზე მიმდინარე სამუშაოები არ უქმნის საფრთხეს ახლო-მახლო  მდებარე კულტურულ მემკვიდრეობას. ადგილზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები მუდმივად ახორციელებენ მკაცრ  მოტიტორინგს.

მოვუწოდებთ ყველა მხარეს, პასუხისმგებლობით მოეკიდონ მსგავსი სენსიტიური  სახის ინფორმაციის გავრცელებას, თავი შეიკაონ ფაქტების დამახინჯებისა და მიზანმიმართული დეზინფორმაციის გავრცელებისგან“, - აღნიშნულია განცხადებაში.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...