2 1 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თიბისი ბანკი სასოფლო სამეურნეო კოოპერატივებს სესხებით დააფინანსებს

21.04.2015ამიერიდან, სოფლის მეურნეობის მწარმოებლებს, რომლებსაც ინდივიდუალურად ხელი არ მიუწვდებათ ან ვერ ახერხებენ სესხის აღებას და სჭირდებათ წარმოების საშუალებების დაფინანსება, შეუძლიათ კოოპერატივის სტატუსით აიღონ თიბისი ბანკის შეღავათიანი აგროსესხი ჯგუფურად და დააფინანსონ საკუთარი წარმოება.   

ამ სესხს ორი ძირითადი უპირატესობა აქვს სოფლის მეურნეობის მწარმოებელთათვის

·         სესხის მომსახურებაზე პასუხისმგებლობა გადანაწილებულია  კოოპერატივში შემავალ ყველა სუბიექტზე თანაბრად, რაც სესხის დაბალრისკიანობას განაპირობებს 

·         ეს არის ყველაზე იაფი აგროსესხი, რომლის წლიური პროცენტი ნაწილობრივ დაფინანსებულია სახელმწიფოს მიერ, რაც ამ სესხის სიიაფეს განაპირობებს   

სოფლის მეურნეობის მწარმოებელთათვის იაფი დაფინანსების ხელმისაწვდომობა ხელს შეუწყობს ზოგადად სოფლის მეურნეობის სფეროს განვითარებას, რათა საქართველოში წარმოებული პროდუქცია, იმპორტირებულთან შედარებით, იყოს კონკურენტუნარიანი.     

თიბისი ბანკის აგროსესხები ხელმისაწვდომია სოფლის მეურნეობის ყველა დარგში შექმნილი კოოპერატივებისათვის - ეს არის მემცენარეობა, მეთევზეობა და მეცხოველეობა.  იაფი აგროსესხის მინიმალური ზღვარი 20,000 ლარია. სესხის აღება შესაძლებელია როგორც საბრუნავი საშუალებების, ისე წარმოების ძირითადი საშუალებების დასაფინანსებლად. სახელმწიფო სუბსიდიის პირობებში, სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი მომხმარებლისათვის საბრუნავ საშუალებებზე 6-7%-მდე, ხოლო ძირითადი საშუალებების დასაფინანსებლად 3-4%-მდე იქნება. კოოპერატივად დარეგისტრირება მაღალმთიან რეგიონებში მინიმუმ 3 სუბიექტს შეუძლია, ხოლო ბარში მინიმუმ 5 სუბიექტს.   

კოოპერატივებისათვის აგროსესხების პროექტი თიბისი ბანკმა „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების გავითარების სააგენტოსთან“ თანამშრომლობის შედეგად შეიმუშავა.

ვამაყობთ, ჩვენ პირველებმა შევქმენით კოოპერატივების დაფინანსების პრეცენდენტი და ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებას საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია, ამიტომაც ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ კოოპერატივებთან და დავაფინანსოთ ისინი იაფი სახსრებით, რათა მათ შეძლონ კონკურენტუნარიანი და მაღალხარისხიანი პროდუქციის შექმნა,“- აცხადებს თიბისი ბანკის დირექტორის მოადგილე მიკროფინანსების მიმართულებით, ნიკა ქურდიანი. 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...