1 6 : 1 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

უმსხვილესი ტრანსნაციონალური კომპანიები ანაკლიის პორტის პროექტით დაინტერესდნენ

ანაკლიის პორტის პროექტით უმსხვილესი ტრანსნაციონალური კომპანიები დაინტერესდნენ. ეს დაინტერესება  „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ წარმომადგენელთა ჩინეთში ვიზიტს მოჰყვა. 

 

მამუკა ხაზარაძე, ამერიკელ პარტნიორებთან ერთად, კომპანიების - COSCO Pacific-ის, TEDA-სა და ჩინეთის განვითარების ბანკის ხელმძღვანელებს შეხვდა.   

 

COSCO Pacific მსოფლიოში სიდიდით მეოთხე პორტ-ოპერატორია მსოფლიოში, რომელსაც გლობალური ბაზრის 9% უჭირავს. TEDA -  ეს არის უმსხვილესი თავისუფალი სავაჭრო-ტექნოლოგიური და ინდუსტრიული ზონა, რომელიც ჩინეთის ეკონომიკის ერთ-ერთი მამოძრავებელი პროექტია. რაც შეეხება ჩინეთის განვითარების ბანკს, ეს არის მულტიმილიარდიანი სახელმწიფო ბანკი.

 

კომპანიები მზად არიან განიხილონ ანაკლიის პროექტში პარტნიორობის საკითხები. უახლოეს მომავალში მათი წარმომადგენლები საქართველოშიც ჩამოვლენ და ადგილზე შეისწავლიან პორტის განვითარების შესაძლებლობებს.  

 

„ძალიან წარმატებული ვიზიტი იყო. ამ კომპანიებს არა მხოლოდ შეუძლიათ საკუთარი გამოცდილების საქართველოში ჩამოტანა, არამედ მზად არიან, განიხილონ ინვესტიციის ჩადების საკითხი და ასევე მოიზიდონ მომავალში ჩინური საწარმოები, რომლებიც შესაძლოა განთავსდნენ ანაკლიის თავისუფალ ინდუსტრიულ და სავაჭრო ზონაში. რაც შეეხება ჩინეთის განვითარების ბანკს, სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკიდან გამომდინარე, ის პირდაპირ არის დაინტერესებული აბრეშუმის გზის განვითარებით. შეთანხმება იმის შესახებ, რომ ჩინეთის განვითარების ბანკი დაიწყებს პროექტის დაფინანსების განხილვას უკვე დიდი წარმატებაა ჩვენთვის“ - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.  

 

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“, რომელიც აერთიანებს „თიბისი ჰოლდინგსა“ და „კონტი ჯგუფს“ ანაკლის პორტის განვითარების პროექტზე გამოცხადებული ტენდერის ბოლო ეტაპზე მონაწილეობს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...