1 5 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თიბისი ბანკის iPad ბანკი მსოფლიო დონის მარკეტინგულ კონკურსზე დაჯილდოვდა

მსოფლიო დონის მარკეტინგულ კონკურსზე „კომუნიკატორი“ თიბისი ბანკის iPad ბანკმა მობილური აპლიკაციების ნომინაციაში გაიმარჯვა და „განსხვავებულობის“ ჯილდო მიიღო.  

თიბისი ბანკი პირველი ქართული ბანკია, რომელმაც ტექნოლოგიური პროდუქტის შექმნისათვის, „კომუნიკატორის“ პრესტიჟული ჯილდო მიიღო.

„კომუნიკატორი“ წამყვანი საერთაშორისო დაჯილდოებაა, რომელიც უკვე 21 წელია იმართება და ყოველწლიურად მარკეტინგსა და კომუნიკაციებში მიღწეული საუკეთესო შედეგებისათვის მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მოქმედ კომპანიებს აჯილდოებს.    https://www.communicatorawards.com/home/  

კონკურსზე ყოველწლიურად, ნომინაციების მიხედვით, 6000-ზე მეტი კომპანია მონაწილეობს. ეს ნომინაციებია: აუდიო, ვიდეო, პრინტი, ინტეგრირებული კამპანიები, მარკეტინგული ეფექტურობა, ონლაინ ვიდეო, ვებსაიტები, ონლაინ რეკლამა, მობილური აპლიკაციები.

თიბისი ბანკის iPad ბანკი სწორედ მობილური აპლიკაციების ნომინაციაში გახდა გამარჯვებული.

გამარჯვებული კომპანიების შერჩევის კრიტერიუმს ადამიანებზე და მომხმარებლებზე ამა თუ იმ მარკეტინგული კამპანიისა თუ პროდუქტის გავლენის მასშტაბი წარმოადგენს. „კომუნიკატორის“ ორგანიზატორების თქმით, „ჯილდო განსხვავებულობისათვის“ გადაეცემათ კომპანიებს იმ პროექტებისათვის, რომლებიც ცდებიან ინდუსტრიის სტანდარტს ხარისხითა და მიღწევით.

„კომუნიკატორის“ ჟიურის ფუნქციას ასრულებს „ინტერაქციისა და ვიზუალური ხელოვნების აკადემია“, რომელიც დაკომპლექტებულია კომუნიკაციებისა და მარკეტინგულ ინდუსტრიებში მომუშავე პროფესიონალებით. ჟიურის შემადგენლობაში არიან ისეთი კოპანიების წარმომადგენლები როგორებიცაა  Disney, The Ellen Degeneres Show, Estee Lauder,  MTV Networks, Sotheby's Institute of Art, Time, Victoria's Secret, Wired, and Yahoo!   

„ვამაყობთ, რომ ასეთი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელები გავხდით. მით უფრო სასიხარულოა, რომ ეს ჯილდო ეხება ისეთ თანამედროვე ტექნოლოგიურ პროდუქტს, როგორიც არის თიბისი ბანკის iPad ბანკი. ეს გვაფიქრებინებს, რომ მსოფლიოში არსებულ ტრენდებს ტექნოლოგიური განვითარების თვალსაზრისით აქტიურად მივყვებით და ვქმნით ისეთ პროდუქტებს, რომლებიც სრულიად არის მორგებული 21 საუკუნის მომხმარებელზე,“- განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ. 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...