0 2 : 0 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

პაშა ბანკი ფინკა ბანკი საქართველოს მიერ 20,000,000 ლარის ოდენობით ობლიგაციების განთავსებას უზრუნველყოფს

2015 წლის 29 მაისს, 12:00 საათზე, თბილისში, Cortyard Marriot-ში  ფინკა ბანკი საქართველოს და პაშა ბანკის საერთო პრესკონფერენცია გაიმართა.
პრესკონფერენციის მთავარი თემა ფინკა ბანკის მიერ დაგეგმილი 20,000,000 (20 მილიონი) ლარის ღირებულების 3-წლიანი ობლიგაციების ემისია იყო. სს ფინკა ბანკი საქართველო 100,000 (ასი ათასი) ლარის ნომინალური ღირებულების 200 ცალი ობლიგაციის გამოშვებას გეგმავს. ობლიგაციებს წლიურად დაერიცხება ფიქსირებული 10,1% სარგებელი, რომლის გადახდაც ნახევარ წელიწადში ერთხელ მოხდება. ობლიგაციების გამოშვების შედეგად მიღებულ თანხას ემიტენტი - ფინკა ბანკი საქართველო, გამოიყენებს მიკრო და მცირე ბიზნესის  ეროვნული  ვალუტით დაფინანსებისა და შესაბამისი საკრედიტო ოპერაციების გაფართოების მიზნით, რაც თავის მხრივ მომხმარებლებს თავიდან აცილებს სავალუტო რისკებს.
პაშა ბანკი აზერბაიჯანში ფასიანი ქაღალდების გამოშვების კუთხით მნიშვნელოვანი გამოცდილების მქონე ფინანსური ინსტიტუტია და საქართველოშიც ამ მიმართულებით ბაზრის განსავითარებლად აქტიურ მუშაობას გეგმავს.
აღნიშნული გარიგება გამოირჩევა შემდეგი მნიშვნელოვანი მახასიათებლებით:
·         ობლიგაციების განთავსება ხდება ეროვნულ ვალუტაში;
·         ობლიგაციების განთავსება ხდება ორი non-IFI (არა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის) კომპანიების მხრიდან;
·         ობლიგაციების მოცულობა შეადგენს 20,000,000 ლარს.
„ობლიგაციების გამოშვების შედეგად ეროვნულ ვალუტაში მიღებული სახსრები ფინკა ბანკ საქართველოს შესაძლებლობას მისცემს, უპასუხოს ბაზრის მიმდინარე გამოწვევებს და მომხმარებლებისათვის ლარში დაკრედიტების ხელმისაწვდომობა უზრუნველყოს. აღნიშნული ფასიანი ქაღალდების ემისია ასევე დადებით წვლილს შეიტანს ადგილობრივი ობლიგაციების ბაზრის განვითარებაში. ამასთან, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 20 000 000 ლარის ობლიგაციების გამოშვება, ისტორიულად ლარში დენომინირებული ობლიგაციების ყველაზე დიდი ემისია, რომელშიც არ მონაწილეობდა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი,“- განაცხადა ფინკა ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა, ვუსალ ვერდიევმა.
 „ობლიგაციების განთავსების კუთხით ეს ჩვენი პირველი გარიგებაა საქართველოში და აღნიშნული მიმართულებით უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვა დაინტერესებულ მხარეებთანაც. ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოში ფასიანი ქაღალდების ბაზარს მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს. შევეცდებით ჩვენი გამოცდილების გამოყენებით ხელი შევუწყოთ ამ მიმართულების განვითარებას,“ - განაცხადა პაშა ბანკის გენერალურმა დირექტორმა, შაჰინ მამმადოვმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...