1 5 : 0 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ფოლკგარდენში კინოტერმინების ლექსიკონის და FILM PRINT მე-16 ნომრის პრეზეტაცია გაიმართა

3 ივლისს , 19:00 საათზე, ფოლკგარდენში კინოტერმინების ლექსიკონისა და FILM PRINT მე-16 ნომრის  პრეზეტაცია გაიმართა. კინოტერმინების ინგლისურ-ქართული ლექსიკონის ბეჭდვითი ვერსია კინოორგანიზაცია „ჯი-ეფ-ემ ფილმბრიჯმა“ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით გამოსცა. ლექსიკონის ავტორებმა და მთავარმა რედაქტორებმა გიორგი ხარებავამ და ნოშრევან ჩხაიძემ კინოტერმინების ლექსიკონი საზოგადოებას ეროვნული კინოცენტრის დირექტორთან, ნანა ჯანელიძესთან ერთად წარუდგინეს. ინდუსტრიაში გავრცელებული კინო და მედიატერმინების გათვალისწინებით, პროექტი მიზნად ისახავს საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისი ქართული კინოტერმინების ჩამოყალიბებასა და დამკვიდრებას. ასევე, ყველა დაინტერესებულ პირს საშუალება აქვს გაეცნოს ტერმინებს და მონაწილეობა მიიღოს ქართული შესატყვისების დახვეწაში ინტერნეტ მისამართზეglossary.ac.ge. გამოცემა  გამოჩენილი კინოოპერატორის, გიორგი ბერიძის ხსოვნას მიეძღვნა.რაც შეეხება FILM PRINT მე-16 ნომერს, მასში აქცენტი სოციალურ კინოსა და კინოგანათლების განვითარებაზე გაკეთდა. ჟურნალში მიმოხილულია ბოლო პერიოდში ჩატარებული საერთაშორისო კინოფესტივალები და გამოქვეყნებულია რეცენზიები ახალ ქართულ ფილმებზე. ასევე წაიკითხავთ საინტერესო  წერილებს თანამედროვე ტექნოლოგიებზე, კულტურის პოლიტიკაზე, კინოგანათლებაზე... იხილავთ ინტერვიუებს მიშა გომიაშვილთან, გელა კანდელაკთან, მარიამ ხაჭვანთან,  და ა.შ.ჟურნალი ქართულ კინემატოგრაფზე კვარტალში ერთხელ გამოდის და ყოველ ნომერზე მუშაობს რედაქტორთა ახალი ჯგუფი. ამჯერად Film Print-ის ზაფხულის ნომრის რედაქტორები  კინომცოდნეები - მანანა ლეკბორაშვილი და მაია ლევანიძე არიან.ჟურნალი ვრცელდება უფასოდ ლიტერატურულ კაფეებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგი-ლებში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...