2 0 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თიბისი ბანკმა საუკეთესო ინტერნეტ და მობაილბანკის მომსახურებისთვის რამდენიმე ჯილდო მიიღო

ჟურნალმა Global Finance თიბისი ბანკის ინტერნეტბანკი, ზედიზედ მეოთხედ დაასახელა საქართველოში წლის საუკეთესო სერვისად ფიზიკური პირებისა და კორპორატიული სეგმენტისთვის.  

ამ წარმატებასთან ერთად, თიბისის ინტერნეტბანკმა ზედიზედ მესამედ მოიპოვა აღიარება ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის მასშტაბით. თიბისის SMS სერვისი საუკეთესოდ დასახელდა რეგიონში, ხოლო იურიდიული პირების ინტერნეტბანკი აღიარეს როგორც რეგიონში წლის საუკეთესო ინტეგრირებული გვერდი.

გამარჯვებულები გამოვლინდნენ შემდეგი კრიტერიუმის მიხედვით: ინტერნეტ და მობაილ სერვისების მომხმარებლების მოზიდვა და მომსახურების ხარისხი, მომხმარებლების გააქტიურება და მათი რაოდენობის ზრდა, ელექტრონული შეთავაზებებით სარგებლობის სტიმულირება, შეთავაზებული სერვისების მრავალფერობნება, ელექტრონული სერვისებით სარგებლობისას მიღებული უპირატესობა და, რა თქმა უნდა, ინტერნეტ და მობაილ სერვისების დიზაინი და ფუნქციონალი. გამარჯვებულები შეაფასა Infosys-მა, რომელიც მსოფლიო ლიდერია საკონსულტაციო მომსახურებასა და ტექნოლოგიებში. ხოლო პირველი რაუნდის საბოლოო გამარჯვებულები გამოავლინეს Global Finance-ის რედაქტორებმა.

 „თიბისის ინტერნეტ და მობაილ ბანკი ქართველ მომხმარებელს სთავაზობს მსოფლიო კლასის მომსახურებას და საამაყოა, რომ ჩვენ უკვე მეოთხედ მოვიპოვეთ ამ სფეროში საერთაშორისო მასშტაბის აღიარება. ეს გამარჯვება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ თიბისი ბანკი ლიდერია ინტერნეტ და მობაილბანკის მომსახურებაში საქართველოსა და რეგიონში,“- განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.  

ჟურნალი Global Finance უკვე მეთექვსმეტე წელია  ასახელებს მსოფლიოს საუკეთესო ონლაინ ბანკებს. დეტალური ინფორმაცია პირველი რაუნდის გამარჯვებულების შესახებ სექტემბრის გამოცემაში გამოქვეყნდება.  საბოლოო რეგიონული და მსოფლიო გამარჯვებულები, ასევე, გლობალური ქვეკატეგორიის გამარჯვებულები, გამოვლინდებიან 27 ოქტომბერს, Global Finance-ის საუკეთესო ონლაინ ბანკების დაჯილდოვებისთვის მიძღვნილ ღონისძიებაზე ლონდონში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...