1 6 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„ბაკურიანი“ ახალი შეფუთვით გამოდის ბაზარზე ბრენდის გზავნილი: „შენ გრძნობ, სხვები ამჩნევენ“

წყაროს  წყალი „ბაკურიანი“ საქართველოს ბაზარზე ახალი შეფუთვით გამოვიდა. ცვლილება ბრენდის PET ბოთლებს 05 - იან და 1.5 - იან მოცულობებს შეეხო. ბოთლი გაცილებით დახვეწილი ფორმის, სპორტული და ხელში დასაჭერად უფრო მოსახერხებელი გახდა. ეს სიახლე განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის იქნება სასიხარულო, ვინც ცხოვრების ჯანსაღ წესს მისდევს, რადგან ვარჯიშის დროს ამ ბოთლით წყლის მიღება გაცილებით კომფორტულია.

ბოთლის ვიზუალურ ნაწილზე, კერძოდ კი  ახალი ეტიკეტის დიზაინზე იზრუნეს როგორც ქართველმა, ასევე უკრაინელმა დიზაინერებმა.

„ჩვენ ეს სიახლე ბრენდის მარკეტინგული სტატეგიიდან გამომდინარე დავგეგმეთ. სამომხმარებლო ბაზარი ყოველწლიურად ვითარდება, ტექნოლოგიები იხვეწება, ჩნდება საშუალებები, რომ მომხმარებელს წყაროს წყლის ხარისხიან წყალთან ერთად შევთავაზოთ უფრო კომფორტული, მოსახერხებელი, თანამედროვე შეფუთვაც. ბრენდი აუცილებლად უნდა ზრუნავდეს ამ მიმართულებაზე, მომხმარებელი კი მუდამ უნდა გრძნობდეს ამ ყურადღებას ჩვენგან. ბრენდის მარკეტინგული სტრატეგია ჩვენ გვაძლევს საშუალებას ვიყოთ კრეატიულები და საინტერესოდ შევთავაზოთ მომხმარებელს სიახლეები“ - განაცხადა „ბაკურიანის“ ბრენდ მენეჯერმა ნინი ჩიქოვანმა.

ახალ ბოთლთან ერთად „ბაკურიანი“ დალევის ახალ წესსაც ამკვიდრებს ბაზარზე. „ბაკურიანი დალიე ასე“ ამ კონკრეტული კამპანიის გზავნილია. კამპანიას დიჯიტალური მხარდაჭერა უკვე დაწყებულია, რომლის ფარგლებში იგეგმება კონკურსიც. ვიზუალური მასალის და წესების ნახვა შემდეგ გვერდებზეა შესაძლებელი: www.ilikeit.ge; www.facebook.com/bakuriani.water

ინფორმაცია რედაქტორებისთვის:

·         „ბაკურიანი“ ოპტიმალური მინერალური კომპლექსებით გაჯერებული ნატურალური წყაროს წყალია. უნიკალური შემადგენლობიდან გამომდინარე ის საუკეთესოა აქტიური ცხოვრების წესის მოყვარული ადამიანებისთვის. „ბაკურიანი“ ავსებს ორგანიზმს წყლის ბალანსით. ის კალიუმის, კალციუმის, ნატრიუმისა და მაგნიუმის მინიმალური კონცენტრაციით ხასიათდება. მისი ხშირი მოხმარება ააქტიურებს ადამიანის ფიზიოლოგიურ მდგომარეობას.

·         მინერალური წყლის „ბაკურიანი“ მოპოვებასა და წარმოებას კომპანია IDS ბორჯომი საქართველო ახორციელებს. მისი დისტრიბუცია მთელს საქართველოში ხორციელდება. „ბაკურიანი“ საქართველოს წყაროს წყლის ბაზარზე 2004 წლიდან შემოვიდა. დღეის მონაცემებით კი იგი ბაზრის აბსოლუტური ლიდერია.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...