2 2 : 5 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რეზო კეზელის ფოტოგამოფენას ბათუმის თიბისი გალერეა მასპინძლობს

30 აგვისტოდან, თიბისი ბანკი „თბილისის ფოტოფესტივალი 2015“-ის ფარგლებში,  ბათუმის თიბისი გალერეაში რეზო კეზელის ნამუშევრების გამოფენას,  „კაცი აკორდეონით“ მასპინძლობს.

გამოფენაზე მისულ დამთვალიერებელს ფოტოგრაფის იმ  შემთხვევითი გადარჩენილ 50-მდე ფოტოს  ნახვა შეუძლია, რომლებიც 90-იანი წლების დასაწყისში, ფიზიკის ინსტიტუტის საწყობში იპოვეს.

ცნობილი ფოტოგრაფი და ოპერატორი,  რეზო კეზელი, რომელიც გასული საუკუნის 50-70იან წლებში მოღვაწეობდა,  საკუთარ ნამუშევრებში ეპოქას ეხმაურება, თუმცა რეალურად ეს არც საბჭოთა დროის პორტრეტია და არც საბჭოთა ადამიანის. ფოტოგრაფმა შეძლო, უარი ეთქვა არსებული კლიშეების გამოყენებაზე და საკუთარი  ორიგინალური ფოტოგრაფიული ესთეტიკა შექმნა. 

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოგვეცა იმის საშუალება, გამოგვეფინა იმ ფოტოგრაფის ნამუშევრები, რომელიც არასაბჭოთა ფოტოგრაფიას ქმნიდა. მოგეხსენებათ, საბჭოთა პერიოდის ქართული ფოტოგრაფია  ამ ტიპის საავტორო ფოტოგრაფიით  განებივრებული არ არის. მნიშვენლოვანია ისიც, რომ ბათუმმა ამ რანგის ფოტოგამოფენას უმასპინძლა, რადგან ბათუმის პუბლიკასაც გაუჩნდა შესაძლებლობა, ენახა  ის ნამუშევრები, რასაც დამთვალიერებელს თბილისის ფოტოფესტივალის ფარგლებში ვაჩვენებთ. ამით ფაქტობრივად მოხდა კულტურული ღონისძიებების დეცენტრალიზაცია და ეს პირადად ჩემთვის თბილსისი ფოტოფესტივალის განვითარების  ახალ ეტაპზე გადასვლაა“ -აცხადებს თბილსისის ფოტოფეტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი ნესტან ნიჟარაძე.

რეზო კეზელის ფოტოგამოფენა  ბათუმის თიბისი გალერეაში, 6 სექტემბრამდე გაგრძელდება.

რეზო კეზელის ეს ნამუშევრები 2014 წლის ოქტომბერში TBILISI PHOTO FESTIVAL-ის ფარგლებში გამოიფინა. წელსკი გამოფენა ბათუმში „ოდესა-ბათუმის ფოტოდღეების“ დასკვნით ეტაპზე იმართება. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...