2 1 : 1 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"მაიკო გადაიღალა. ერთხელ გულიც კი წასვლია "რუსთავი 2"-ის ბუფეტში. გამოსახულებაზეც ეტყობოდა, რომ დალასლასებს"

"დაპირებული სტატიის დასაწყისი:

აგვისტოს ხვატში დავსხედით მე და ბატონი ინკოგნიტო და აი ასე, აურჩევლად, განსახილველად მივადექით 2015 წლის ერთ-ერთ გადაცემას – მაია ასათიანის "პროფილს" და "სხვა რაკურსით გია ჯაჯანიძესთან ერთად".

მოგეხენებათ, ეს ორი გადაცემა ამ ბოლო დროს დიდ "რეიტინგულ ომშია" გახვეული. ისე კი, რაც ვერაფერი დააკლო "პროფილს" მეგაპროექტმა "ცეკვავენ ვარსკვლავები", ჯაჯანიძემ კი დედა უტირა. 

იმასაც ამბობდნენ მავანნი და მავანნი, რომ ეს დროებითია და რომ მაიას სუპერპროფესიონალიზმი და უდიდესი ჟურნალისტური სკოლა თავისას იზამს და "პროფილი" ისევ ლიდერი იქნებაო. მაგრამ იმასაც ამბობდნენ, რომ მაიკო გადაიღალა.

ერთხელ გულიც კი წასვლია "რუსთავი 2"-ის ბუფეტში. გამოსახულებაზეც ეტყობოდა, რომ დალასლასებს და ჩვეული ღიმილის ნიღბის უკან მაგარი გადაღლილი და დასუსტებული ქალი იმალება ვინმე კარგი კაციც დაამშვენებდა მაიკოს. რატომაც არა? კი დაამშვენებდა, მაგრამ ნეტა სადღა არიან პრინცები და რაინდები ამ ქალაქში, ისეთები, რომლებიც გაუძლებენ მაიას დიდების შარავანდედს (შონ პენმა ხომ ვერ გაუძლო მადონასას). 

თუმცა ეს სულ სხვა თემააა...

მაგრამ მავანნი იმასაც ამბობენ, რომ აი, გია ჯაჯანიძეს რომ უკეთია კისერზე რაღაც ბროში, ჰენდ მაიდი ბაზრობის ბრჭყვიალა თვლებით დამზადებული ბროში-მანდალა, ყოფილა რაღაცა ჯადო ზუსტად არ ვიცი სოლომონის ბეჭედია თუ აგრიპას მიხედვით დამზადებული ბნელი ძალა თუ ვინმე სილვას დამზადებული კონიაკის დასახლებაში ). 

ერთი კი ვიცი, რომ ეს ფეშენატრიბუტი თურმე ორ რამეს ემსახურება, ერთი რომ მაია ასათიანი მიასუსტოს ( ა–ბატონო, ქალს გულიც წასვლია) და მეორე იმასაც, რომ მაყურებელი მონუსხოს (ადრე რომ ამბობდნენ – "კაშპიროვსკი ჩაუატაროს"), 

ჰოდა ეს რომ ვიცოდი, ჯაჯანიძეს შოუს ცალი თვალით ვუყურებდი, თან ჩემი შავი კატა გვერდიდან არ მოვიშორე, მაინც, ყოველი შემთხვევისთვის, თავის დასაცავად.

ვუყურეთ გულდასმით, მე ფანქრითა და ფურცლით ხელში, ბატონ ინკოგნიტოს კი ეს არ დასჭირვებია. კიდევაც ვფიქრობდი, ნეტა ამდენი განსახილველი ნაგავი როგორ უნდა დაიმახსოვროს–მეთქი, მაგრამ ჩემდა გასაკვირად, მას ჩემზე უკეთესი მეხსიერება აღმოაჩნდა. (სტარაია შკოლა). და ჩვენ საქმეს შევუდექით".შეგახსენებთ,რომ მსახიობმა რამდენიმე დღის წინ დაანონსა აღნიშნული სტატია, რომელიც  ერთ-ერთ პრესტიჟულ ჟურნალში უნდა დაბეჭდილიყო 7 სექტემბერს,თუმცა მისივე თქმით " რედაქტორის და ჩემი გადაწყვეტილებით ამის დრო ახლა არაა. "


კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...