0 9 : 4 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ნოდარ ხადურმა უალკოჰოლო სამელების მარკირების პირობები მხოლოდ 2 თვით განსაზღვრა

ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილებით, უალკოჰოლო სასმელების მარკირების მომსახურების საფასურს ქვეყნის ბიუჯეტი გადაიხდის. ფინანსთა მინისტრი აცხადებს, რომ მან გამოსავალი იპოვნა - ბიზნესისთვის ახალი რეგულაციის გადასახადი ფინანსური ტვირთი არ იქნება და ხარჯებს შემოსავლების სამსახური დაფარავს.

ფინანსთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე, ახალი რეგულაცია ძალაში 1 ნოემბრიდან შევა. მინისტრმა ბრძანებაში შეტანილი ცვლილებებით მარკირების ფასიც განსაზღვრა - 1000 ცალ ერთეულზე 10 ლარის ოდენობით, დამატებითი ღირებულების გარეშე.

მეწარმეები აცხადებენ, რომ მარკირების მსგავს ნიშანდებას პროდუქციაზე თავადაც აკეთებენ და ნოდარ ხადურის მიერ მარკირების შემსრულებლისთვის დადგენილ ფასზე დაახლოებით 100-ჯერ იაფი უჯდებათ.

 „საქმე გვაქვს ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვასთან. მეტიც, უცხოური კომპანიისთვის ბიუჯეტიდან გადასახდელი ანაზაღაურება არაალკოჰოლური პროდუქციის ელექტრონული მარკირების სერვისისათვის ამ მომსახურების თვითღირებულებაზე 100-ჯერ მეტია. მაშინ, როცა ჩვენ ვთავაზობდით და ახლაც ვთავაზობთ  ხელისუფლებას გადამოწმების მიზნით აღრიცხვიანობის წარმოების უდანახარჯო საშუალებას. “ - ნათქვამია მეწარმეების პრემიერ-მინისტრისადმი მიმართვაში.

ფინანსთა მინისტრმა 996 ბრძანების 112 მუხლს ორი -მე-13 და  მე-14 პუნქტები დაამატა, სადაც რეგულაციის ვადები და ფასი განსაზღვრა:

მუხლი 13. 2016 წლის 1 იანვრამდე, შერჩეულ პირს არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირების ნომინალური ღირებულება აუნაზღაურდება შემოსავლების სამსახურის მიერ, შერჩეულ პირთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.
მუხლი 14. ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირების ნომინალური ღირებულება განისაზღვროს 1000 ცალ ერთეულზე 10 ლარის ოდენობით (დღგ-ის გარეშე).

მინისტრის დაზუსტებით, შემოსავლების სამსახური მომსახურების საფასურს მხოლოდ წლის ბოლომდე გადაიხდის. ხადურმა რატომღაც მხოლოდ 2 თვით განსაზღვრა პირობები. 2 თვის შემდეგ, ახალი წლიდან ვინ გადაიხდის მარკირების მომსახურების ფულს და რამდენს, გაურკვეველი რჩება.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...