1 4 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თეა წულუკიანი ურთმელიძის დედის ბრალდებასთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს

იუსტიციის მინისტრი ადასტურებს, რომ რუსთავი 2-ის საქმის მოსამართლის, თამაზ ურთმელიძის დედის წინააღმდეგ საქმესთან დაკავშირებით მას ინფორმაცია აქვს. მისი განცადებით, დავა 2014 წლიდან მიმდინარეობს და ვადების დაცვის აუცილელობაზე ამახვილებს ყურადღებას.

იუსტიციის მინისტრი ტელეკომპანიის ირგვლივ მიმდინარე სასამართლო პროცესის შესახებაც საუბრობს და ამბობს, რომ კარგი იქნება თუ ის ჟურნალისტების მუშაობას ხელს არ შეუშლის.

რუსთავი 2-ის საქმეზე კარგი იქნება თუ სასამართლო მალე დაასრულებს განხილვას, რომ თქვენ, ჟურნალისტებს მშვიდ გარემოში მუშაობის შესაძლებლობა მოგეცეთ. ახლა კი მეორე სურვილი გამიჩნდა, გუშინდელი სიუჟეტის შემდეგ, რომ იქნებ მოსამართლეს მისი ოჯახური საკითხების ასეთი ტიპის, ასეთი მეთოდით გამორკვევის გარეშე ვაცადოთ მშვიდად მიუდგეს ამ საქმეს. ეს არ არის რიგითი საქმე და ყველა მოსამართლეს, პირველ რიგში ამ მოსამართლეს, მივცეთ ოჯახური საკითხების საჯაროდ გამორკვევის გარეშე,  მშვიდ გარემოში საქმის განხილვის საშუალება,“ - თეა წულუკიანი

თამაზ ურთმელიძის დედას, ბრალს გამომძიებლები სავარაუდოდ რამდენიმე დღეში წაუყენებენ. საუბარია 2014 წლის იანვარში მომხდარ ინციდენტზე. სიძის მტკიცებით, მდინარა გიორგობიანმა მას ნაჯახი ჩაარტყა. თაროზე შემოდებული საქმე გამომძიებლებისთვის აქტუალური 2015 წლის ივლისის ბოლოს გახდა - რამდენიმე დღით ადრე, ვიდრე ურთმელიძე რუსთავის 2-ის ქონებას ყადაღას დაადებდა.

ვალერი სილაგაძე დაზარალებულად მომხდარიდან ერთი წლისა და 9 თვის შემდეგ, სექტემბერში ცნეს - ეს თარიღი კი რუსთავის 2-ის პარტნიორი ტელეკომპანიის "საქართველოსთვის" ყადაღის დადებას ემთხვევა. (rustavi2.com)


იხილეთ ვიდეო კომენტარი - http://rustavi2.com/ka/news/28796

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...