მსოფლიო
ცნობილი რეჟისორი და სცენარისტი გუგული მგელაძე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა
2015-11-30 14:44:40
29 ნოემბერს ცნობილი რეჟისორი და სცენარისტი გუგული მგელაძე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი ავტორია ისეთი ცნობილი და ყველასათვის საყვარელი ფილმების, როგორებიცაა : "სინათლე ჩვენს ფანჯრებში", "ბოდიში, თქვენ გელით სიკვდილი", "ბურთი და მოედანი", „გაჭედილები (ენკი-ბენკი)“, „ბაგრატიონი“, „ძახილი“, „როგორ ვიცხოვრო უშენოდ“, „ცისკრის ზარები“, „განთიადი“, „არ დაიჯერო, რომ აღარა ვარ“...
გუგული მგელაძემ დაამთავრა მოსკოვის საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სამსახიობო და სარეჟისორო ფაკულტეტები, იყო საქართველოს სახალხო არტისტი.
კომენტარები