0 2 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„მიკრომეწარმე 2015“-ის გამარჯვებულები გალა დაჯილდოვებაზე გამოვლინდებიან

30 ნოემბერს, 19:00 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ (თბილისი, თავისუფლების N4)გაიმართა „მიკრომეწარმე 2015“-ის გალა დაჯილდოვება. პროექტი საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაციის და მიკროსაფინანსო ცენტრის (MFC, პოლონეთი) ორგანიზებით ტარდება. კონკურსი „მიკრომეწარმე 2015“-ისხორციელდება პოლონეთის განვითარების თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში. პროექტის ფინანსური მხარდამჭერიაპოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

გალა დაჯილდოვებას დაესწრებიან საპარლამენტო და კერძო სტრუქტურების, საერთაშორისო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, სპეციალური სტუმრები პოლონეთიდან და პოლონეთის საელჩოს კანცლერი საქართველოში ბატონი მარჩის ზოხოვსკი.

„მიკრომეწარმე 2015“-ის მიზანია ხელი შეუწყოს მეწარმეობის განვითარებას და გამოავლინოს საუკეთესო მიკრომეწარმეები, რომლებიც წარმატებით უძღვებიან და ანვითარებენ საკუთარ ბიზნესს საქართველოში.

კონკურსში ასობით განაცხადი შევიდა ქვეყნის ყველა რეგიონიდან. თითეული განაცხადი და სააპლიკაციო ფორმა დეტალურად იქნა განხილული და შესწავლილი კომპეტენტური ჟიურის მიერ, რომლის შემადგენლობაშიც შედიან: გიორგი გახარია - ბიზნესომბუსმენი, პრემიერ მინისტრის თანაშემწე ეკონომიკურ საკითხებში -ეკონომიკური საბჭოს მდივანი; მიხეილ ჭელიძე - საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის პრეზიდენტი; თინათინ რუხაძე - ორგანიზაცია „ქალები მომავლისთვის“გენერალური დირექტორი და კომპანია „ეისითი - ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფის“ გენერალური დირექტორი; ლევან კალანდაძე  - ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში; ალექსანდრე გომიაშვილი -  „კრედიტინფოს“ გენერალური დირექტორი; ზურაბ ლალაზაშვილი -  BDO-ს მმართველი პარტნიორი; ლევან გოგოლაძე -  PMO Business Consulting-ის პარტნიორი; თამარ ლებანიძე -  ფონდ „კონსტანტას“ გამგეობის თავმჯდომარე; ნინო ზამბახიძე - საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე; ბესიკ შენგელია - საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე და მისო „ლაზიკა კაპიტალის“ დირექტორი; არჩილ ბაკურაძე - მისო „კრისტალის“ გამგეობის თავმჯომარე და საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაციის გამგეობის წევრი და აიეტი კუკავა - „ ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი და საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაციის გამგეობის წევრი. ჟიურის გადაწყვეტილება და გამარჯვებულების ვინაობა მხოლოდ 30 ნოემბერს გახდება ცნობილი.

პროექტის გალა დაჯილდოვებაზე გამარჯვებულები გამოვლინდებიან შემდეგ ნომინაციებში: წლის საუკეთესო მიკრომეწარმე; წლის საუკეთესო ახალგაზრდა მიკრომეწარმე;  წლის საუკეთესო ქალი მიკრომეწარმე; წლის ყველაზე ინოვაციური მიკრომეწარმე და წლის სოციალურად ორიენტირებული მიკრომეწარმე; კონკურსის საპრიზო ფონდი 15 000 ლარს შეადგენს. წლის საუკეთესო მიკრო მეწარმე 5 000  ლარს მიიღებს ჯილდოდ.

გალა დაჯილდოვებამდე დაგეგმილია გამოფენა,რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მიკროსაფინანსო ასოციაციის წევრი ორგანიზაციები: კრედო, ლაზიკა კაპიტალი, კრისტალი, ბი-აი-ჯი, სვის კაპიტალი და ფინკა ბანკი. აღნიშნული ფინანსური ინსტიტუტები „მიკრომეწარმე 2015 -ის სპონსორები და მხარდამჭერები არიან.

###

დეტალური ინფორმაცია კონკურსის  შესახებ იხილეთ პროექტის ოფიციალურ ვებ გვერდზე:  award.microfinance.ge.

პროექტი ხორციელდება პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით  პოლონეთის განვითარების თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...