2 2 : 1 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თიბისი ბანკი საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის დაჯილდოვდ

მსოფლიოს ავტორიტეტულმა ფინანსურმა  ჟურნალებმა, „The Banker’’ და „Professional Wealth Management“ (PWM) თიბისი ბანკი საქართველოში  საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის უკვე მეორედ დააჯილდოვა.

აღსანიშნავია, რომ ქართული ბანკი მხოლოდ ორჯერ იყო წარდგენილი ამ კონკურსზე და ორჯერვე თიბისი ბანკმა მოიპოვა ჯილდო საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის.

კონკურსში 63 ქვეყნიდან 130 განაცხადი შევიდა. საუკეთესო ბანკები, ქვეყნების მასშტაბით, პერსონალური საბანკო მომსახურების სფეროს 15 ექსპერტის გადაწყვეტილებით შეირჩა.

ჯილდო  თიბისი ბანკმა  პერსონალური მომსახურების სფეროში თავისი მრავალმხრივი შესაძლებლობებისა და ბოლო რამდენიმე წლის განმავლოში  ბაზარზე წარმატებული  გაფართოებისთვის მოიპოვა.

„ საამაყოა ასეთი საპატიო ჯილდოს მიღება. ეს არის დასტური იმისა, რომ ჩვენ წლიდან წლამდე წარმატებულად ვაგრძელებთ პერსონალური საბანკო მომსახურების განვითარებას. მინდა, მადლობა გადავუხადო თიბისი ბანკის პერსონალური საბანკო მომსახურების გუნდს, რომლებმაც ძლიერი ბრენდის შექმნაში, მომხმარებლებთან ურთიერთობასა და ბაზარზე წამყვანი კერძო საბანკო მომსახურების შეთავაზებაში დიდი წვლილი შეიტანეს“. - განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ. 

მსოფლიოს ავტორიტეტული ფინანსური  ჟურნალების, „The Banker’’ და „Professional Wealth Management“ (PWM) ჯილდო ყოველწლიურია და ის იმ საბანკო სექტორის ლიდერებს გადაეცემათ, რომლებიც ევროპაში, აზიაში, ჩრდილოეთ ამერიკაში, ახლო  აღმოსავლეთში, ლათინურ ამერიკაში, აფრიკაში ან მსოფლიოს მასშტაბით ოპერირებენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...