1 9 : 5 1
რეკლამა Itv.ge-ზე,
სპეციალური ფასები:
599 877 901
 
პოლიტიკური ზეწოლა სასამართლოზე - რას აიძულებენ მოწმეებს?
2016-01-09 17:35:29
|
სასამართლოზე პოლიტიკური ზეწოლა გრძელდება? როგორც ცნობილია, დავით კირკიტაძის ძმა ირაკლი კირკიტაძე კალაძის დაკვეთით დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების, 239-ე ხულიგნობისა და 151-ე მუქარის მუხლით აქვს წაყენებული. ირაკლი კირკიტაძეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. 

ამჟამად ირკვევა, რომ კირკიტაძის საქმის მოწმეებზე ზეწოლა ხორციელდება. პოლიცია მათ აიძულებს, რომ სასურველი ჩვენება მისცენ. კირკიტაძის საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში მიმდინარეობს.

ჩვენ უკვე ვწერდით, რომ გარდაბნის საარჩევნო შტაბის უფროსის, დავით კირკიტაძის ძმა, პროკურატურამ ფაქტობრივად, მძევლად აიყვანა, რათა სახელისუფლო პარტიამ გარდაბნის გამგებელი კახი კალაძის ფავორიტი, გოჩა ჯამარაული გახადოს. 

მთავარი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები პროვოკაციაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ირაკლი კირკიტაძის დაპატიმრება სახელისუფლებო დაკვეთა იყო. ამას მმართველ გუნდში უარყოფენ, თუმცა, ფაქტები სხვაზე მეტყველებს. ასეთი ფაქტია მოწმეებზე ზეწოლაც, რისი მეშვეობითაც ხელისუფლება ქვემო ქართლში ძლიერი კონკურენტის ჩამოშორებას ცდილობს.
http://presa.ge/new/?m=politics&AID=41203
სარეკლამო ადგილი - 7
468 x 60
პრეს-ნიუსი
,,მიუხედავად მაკიაჟსა, რამხელა კტკივილია მის სახეზე“ - კომენტარები მაია ასათიანის „პროფილში“ გამოჩენის შემდეგ
გამოკითხვა
როგორ ფიქრობთ, რა არის გახშირებული ავტოავარიების მიზეზი?
ხმის მიცემა   რეზულტატი
სარეკლამო ადგილი - 5
268 x 160
ინტერვიუ
ფილმი თუ წიგნი - რა არის თინეიჯერების არჩევანი დღეს
სარეკლამო ადგილი - 6
268 x 160
ემიგრანტები
ქართველი გმირი ემიგრანტი, რომლის შესახებაც თითქმის არავის სმენია
ხალხის აზრი
ვინ არის ჰამაკში, რომელიც ხაშურის თავზე დაფრინავს - ხალხის აზრი
 მთავარი |  სიახლეები |  გადაცემები |  პოლიტიკა |  ეკონომიკა |  საზოგადოება |  კულტურა |  სპორტი |  პრეს-ნიუსი |  კითხვის ნიშანი |  ინტერვიუ |  Weekend |  უცხოეთი |  მთავარი თემა |  კრიმინალი |  რესპონდენტი |