1 0 : 4 3
სარეკლამო ადგილი - 12
290 x 60
რეკლამა Itv.ge-ზე,
სპეციალური ფასები:
599 877 901
 
რა ხდება ქეთა თოფურიასა და გიორგი ნადიბაიძეს შორის და რა შემთხვევაში მოიყვანს ის ქეთას ცოლად?
2016-01-12 00:43:38
|

გიორგი ნადიბაიძე „ახალი ხმის“ ერთ-ერთი გამორჩეული მონაწილე და ქეთა თოფურიას გუნდის წევრია. როგორც წინა ლაივიდან გამოჩნდა, ის ქეთას განსაკუთრებული სიმპათიებით სარგებლობს. ვისაც გსურთ, გიორგის ფინალში ნახვა, დაურეკეთ ნომერზე:  0 903 300 351.


– ბოლოს მახსოვს, „საქართველოს ვარსკვლავში“ მონაწილეობდი. მას შემდეგ გარკვეული პერიოდი გავიდა. რას საქმიანობდი ამ ხნის განმავლობაში?
გიორგი ნადიბაიძე: სამი წელი გავიდა მას შემდეგ. ამ ხნის განმავლობაში ვმუშაობდი, გარდა ამისა, უნივერსიტეტი დავამთავრე – ჰუმანიტარული ფაკულტეტი, ეთნოლოგიის განხრით. ეთნოლოგია იყო ჩემთვის უფრო საინტერესო, ხელმისაწვდომი და პარალელურად, მუსიკასთან ჰარმონიაში. კმაყოფილი ვარ, ეს პროფესია რომ ავირჩიე. თუმცა, აუცილებელი არ არის ეთნოლოგად ვიმუშავო. კულტურის სფეროს მიეკუთვნება და შესაბამისად, ვფიქრობ, ჩემი მომავალი კარიერა შეიძლება, გაგრძელდეს საჯარო სამსახურში. ყველაზე კარგად სწორედ მუსიკაში ვგრძნობ თავს. ამ სამი წლის განმავლობაში ვმღეროდი და ახლაც ვმღერი „ქართულ სახლში“. 
– საკუთარი თავის მიმართ კრიტიკული ხარ?
– საკმაოდ კრიტიკული ვარ. როცა რაღაცას ვაკეთებ, ერთი დღე მაინც უნდა გავიდეს, რომ დამავიწყდეს ის, რაც გავაკეთე. ასე უფრო კარგად აღვიქვამ. პროექტში „ნარცისი“ შემარქვეს, რატომღაც. არ მგონია, ვიყო. საკუთარი თავით თითქმის არასდროს ვარ კმაყოფილი. ის, რომ ქეთას ჯგუფში ვარ, მისი სიმპათიები დავიმსახურე, ჩემთვის შედეგია. შესაბამისად, შედეგებს ყოველთვის ადეკვატურად ვიღებ. თუ საკუთარი თავი არ გიყვარს, არ იცი, რა უნდა აკეთო, იგივეს ვერასდროს ეტყვი სხვას. ვიცი, რომ გარეგნობით ცუდი არ ვარ, მიუხედავად იმისა, რომ დიდად არ მომწონს საკუთარი თავი. ხომ მოვიტყუები, რომ ვთქვა, მახინჯი ვარ-მეთქი. მახინჯი ნამდვილად არ ვარ. ერთი, რომ კომპლიმენტს გეტყვის, მეორე, მესამე... შენც ცდილობ, კარგად გამოიყურებოდე: აუ, ეს მიხდება... მერე ეს გაშარჟდა მეგობრულად: „შე ნარცისო“. პირველი შემთხვევა არ არის, როცა ასე მეძახიან, მაგრამ მართლა არ ვარ ასეთი. ვიცნობ ასეთ ბიჭებს და არ მომწონს. ყოველთვის ვცდილობ, ფორმაში ვიყო, თუმცა ზედმეტად არ ვუვლი თავს – რაც საჭიროა, იმას ვაკეთებ.
– როგორ შეაყვარე ქეთას თავი ასე? 
– ქეთას როგორ შევაყვარე თავი, არ ვიცი. ნამდვილად არ მიცდია. ჩემი მიზანი არ იყო, რომ ქეთაში სიმპათიები გამომეწვია. მე ვცდილობ, ჩემი საქმით დავიმსახურო სიმპათიები. ამბიცია არ უნდა გქონდეს იმის, რაც არ გამოგდის და ვერ იმსახურებ. შეიძლება, ხმამაღალი ნათქვამი იყოს, თუ ვიტყვი, რომ ვიმსახურებ. პირველი დღიდან, რაც სიმღერა დავიწყე, სულ ვცდილობ, გამომივიდეს და ამას ქეთა მოიწონებს თუ სხვა ვინმე, ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია. ბავშვობიდან ვოკალის პედაგოგთან არ ვუტარებივარ მშობლებს, თუმცა მოგვიანებით, სრულწლოვანებასთან ერთად, მოვიდა სიმღერის სურვილი. ბევრი შრომა ჩავდე და მცირე დროში ბევრი რამ შევძელი, ამაში განსაკუთრებით „საქართველოს ვარსკვლავი“ დამეხმარა. ეს ჩემთვის დიდი ნახტომი იყო. შემდეგ უკვე მეგობრების სურვილით გამოვედი „ვოისში“ და რა თქმა უნდა, არ ვნანობ. საკმაოდ ბევრი რამ მივიღე უკვე. 
– რატომ გადაწყვიტე ქეთასთან წასვლა?
– თავიდანვე მინდოდა ქეთა, რადგან უცხო და საინტერესო იყო ჩემთვის. სტილისტურადაც უფრო ახლოს ვართ ერთმანეთთან, თან ჩვენ შორის არსებობს რაღაც...
– მიზუდულობა?
– არ ვიცი. სცენაზეც რომ ამოვიდა, ვერ მივხვდი რა ხდებოდა, მაგრამ ძალიან მაგარი იყო – ბევრს ნიშნავს ეს ჩემთვის. არ მოველოდი და არც მგონია, ქეთას წინასწარ დაეგეგმა. ალბათ, იმდენად ემოციური იყო ჩემი ნამღერი, რომ მოუნდა,  ყელში ანუ „ხმაზე“ ეკოცნა ჩემთვის.
– და – ცოლად გავყვებოდი, გათხოვილი რომ არ ვიყოო – ამაზე რას იტყვი?
– ეს ძალიან კარგი ხუმრობა იყო. გასათხოვარი, რომ იყოს, რატომაც არა, მეც ვიფიქრებდი... ძალიან კარგი გოგოა, თავისუფალი, გახსნილი. ურთიერთობაში არ არის შებოჭილი, პირდაპირია და გუნდური მუშაობისას ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ყველას თავი შეგვაყვარა. ნელ-ნელა გამოვლინდა ეს ყველაფერი, კარგად და საქმიანად. შემდეგ მოჰყვა ამას სიმპათიები, რომელიც გაიზარდა. 
– მომავალში კიდევ ეცდები, დაიმსახურო ქეთას კოცნა?
– კოცნა ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის და ისიც, რაც იხუმრა ცოლად გაყოლასთან დაკავშირებით. ქეთა არა მხოლოდ ჩემს, არამედ ბევრი ადამიანის სიმპათიას იმსახურებს. ძალიან კმაყოფილი ვარ და გამიმართლა, ქეთასთან რომ ვარ, რადგან ყველას ძალიან გვიდგას მხარში. 
– მითხარი: რთული ხასიათი მაქვს, ადვილად მოსათვინიერებელი არ ვარო.
– ასე თუ ისე, ვაკეთებ იმას, რაც მე მინდა და არ ვარ ადვილად სამართავი. გამორიცხულია, რაც მე არ მინდა, გავაკეთო – ეს ყველა ასპექტში ვლინდება ურთიერთობასა და საქმეში. ჩემი აზრი ყოველთვის მაქვს, თუმცა მეგობრების რჩევას აუცილებლად მოვისმენ და დავუჯერებ, რაც ჩემთვის მისაღებია. უბრალოდ, არ მიყვარს კოპირება და ვინმეზე ბრმად მინდობა. დამოუკიდებლად გავიზარდე. დღემდე დამოუკიდებლად ვცხოვრობ და ეს მაძლევს საშუალებას ვაკეთო ის, რაც მე მინდა. მოვიქცე ისე, როგორც მე მინდა.
– ქეთას ხომ არ დასჭირვებია შენი მუსიკალური მოთვინიერება? 
– არა. ამიტომაც ვამბობ, რომ გამიმართლა – სულ მოსმენის რეჟიმში ვართ, ერთმანეთის აზრს ვიზიარებთ და რაც მთავარია, ერთმანეთისთვის კარგი გვინდა. იმაშიც მიმართლებს, რომ მეც გამომდის ის, რაც ქეთას უნდა. ჩვენი სურვილები, შეხედულებები, იდეები ემთხვევა. თან, მე მიყვარს თავგადასავლები, ექსპერიმენტები...  შემოქმედი ამით იზრდება. ბრუნო მარსის სიმღერა, მაგალითად, ჩემთვის ექსპერიმენტი იყო. ქეთას ეკუთვნოდა იდეა და მიხარია, რომ ხალხს ეს პერფორმანსი მოეწონა. 
– რა ხდება პირად ცხოვრებაში?
– დიდად არ მიყვარს პირად ცხოვრებაზე ლაპარაკი, რადგან საინტერესო და მნიშვნელოვანი არაფერი ხდება. 
– სოციალურ ქსელებში, ალბათ, გოგონები განსაკუთრებით აქტიურობენ.
– კი, არიან და რა თქმა უნდა, მე ეს სიამოვნებას მანიჭებს. გარკვეული პასუხისმგებლობაცაა, რომ რამე არ მიქარო. „მიქაროში“ ვგულისხმობ იმას, რომ ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე უნდა იყო – რატომაც არ უნდა მოსწონდე ვინმეს? „საქართველოს ვარსკვლავში“ იმდენად უსვამდნენ ხაზს – ქალების კერპი ხარო. არადა, 20 წლის ვიყავი, ქალების კერპი არა... ბოლოს უკვე ეს ძალიან მაღიზიანებდა, მიტყდებოდა. შეიძლება, იყო მაშინ ეს მომენტი, სიმპათიებიც მოდიოდა გოგონებისგან, მაგრამ ჩემთვის ცოტა ამჟავდა ეს თემა.
– გოგონების მიმართ პრეტენზიული ხარ? 
– უპრეტენზიო ტიპი არ ვარ. კონკრეტულად როგორი გოგონები მომწონს, ამის თქმა შეუძლებელია. შეიძლება, ისეთი მომეწონოს, რომელზეც არც მიფიქრია. მგონი, შეყვარებაც ასე ხდება – ის გიყვარდება, ვისაც ვერ წარმოიდგენდი. რაღაც უნდა ვიგრძნო, დავინახო, ქიმია უნდა იყოს ჩვენ შორის: რომ დამინახავს, მიხვდეს – „ის“ მე ვარ და მე რომ მივხვდები – ის „ის“ არის. გატაცებული ვყოფილვარ, მაგრამ, ალბათ, ისე არ მყვარებია, რომ ვიცოდე, როგორი ვარ სიყვარულში. სერიოზული სასიყვარულო ურთიერთობა არ მქონია. ხშირადაც არ მომწონს, წუნიაც არ ვარ, მაგრამ იმ შემთხვევაში მომწონს, როცა რაღაც ხდება. ყველას გვაქვს მოთხონვები  და პრინციპები საპირისპირო სქესის მიმართ. კონკრეტულად ვერ ვიტყვი რა, მაგრამ ჩემთვის არ არის სულერთი, ვისთან რა მოხდება. „ბაბნიკური“ პერიოდებიც ყოფილა, ზოგჯერ გვემართება ეს, სიტუაციები ზოგჯერ პრობლემას გვიქმნის. თუმცა, ეს არც თუ ისე ცუდი პრობლემაა ხოლმე, მაგრამ ურთიერთობებით თამაში არ მიყვარს.

კომენტარები

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო) |

სახელი (მაქს, 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)



სარეკლამო ადგილი - 47
268 x 320
პრეს-ნიუსი
"თქვე საცოდავებო.. " მარიამ ხორგუაშვილი სკანდალურ განცხადებას ავრცელებს
გამოკითხვა
რამდენად ხშირად ეცნობით სიახლეებს ჩვენს საიტზე?
ხმის მიცემა   რეზულტატი
სარეკლამო ადგილი - 5
268 x 160
ინტერვიუ
"რესპონდენტი" - გიორგი ბარამიძის პასუხები ყველაზე მწვავე კითხვებზე
სარეკლამო ადგილი - 6
268 x 160
შენი ვიდეო
რა შეიძლება გააკეთოს ქართველმა შეყვარებულმა ბიჭმა, როცა მეორე ნახევართან ნაჩხუბარია
ხალხის აზრი
კვირიკაშვილის 100 დღე - როგორ აფასებს მოსახლეობა პრემიერის მუშაობას?
 მთავარი |  სიახლეები |  გადაცემები |  პოლიტიკა |  ეკონომიკა |  საზოგადოება |  კულტურა |  სპორტი |  პრეს-ნიუსი |  კითხვის ნიშანი |  ინტერვიუ |  Weekend |  უცხოეთი |  მთავარი თემა |  კრიმინალი |