0 5 : 5 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,ნუცა ის დათვია, რომელმაც წყალდიდობის დროს ჩვენი შენობის კონდიციონერზე მოახერხა აბობღება და თავის გადარჩენა"

 თბილისის ზოოპარკში წყალდიდობის შემდეგ გადარჩენილი დათვები დააბრუნეს. 

თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაცია:

დღეს წყალდიდობის შემდეგ გადარჩენილი ჩვენი 2 იღბლიანი დათვი, რომელიც დროებით მუნიციპალურ თავშესაფარში იმყოფებოდა, ზოოპარკში დავაბრუნეთ. ნუცა და შალვა დაძინებულები გადმოიყვანეს. ვოლიერში განთავსების შემდეგ მალევე გამოფხიზლდნენ და დაბნეულები დაბანცალებდნენ, ამჯერად ნეტავ სად აღმოვჩნდითო. თავგადასავლებით მეტად დატვირთული აღმოჩნდა მათი ცხოვრება. ბრაკონიერების მიერ დაობლებულებმა და ბუნებას მოწყვეტილებმა ტყვეობაში, პატარა, არაკომფორტულ გალიებში, გაუსაძლის პირობებში გაატარეს ბავშვობა. მოგვიანებით ბელები მფლობელებს ჩამოართვეს და ზოოპარკში ჩააბარეს. შემდეგ რეაბილიტაციას ჩვენთან გადიოდნენ სხვა, ჩამორთმეულ და ჩაბარებულ თანამოძმეებთან ერთად მანამ, სანამ სტიქია არ დაატყდათ თავს. მერე კი რაც მოხდა, თქვენც კარგად მოგეხსენებათ. სხვათა შორის, ნუცა სწორედ ის დათვია, რომელმაც წყალდიდობის დროს ჩვენი ადმინისტრაციული შენობის კონდიციონერზე მოახერხა აბობღება და თავის გადარჩენა.

სულ მალე თბილისის ზღვის მიმდებარედ, ზოოპარკის ახალ ტერიტორიაზე დათვების დიდი, ევროპული სტანდარტების ვოლიერის მშენებლობა დაიწყება და შემდეგ იქ გადაბარგდებიან. მანამ კი ჩვენთან დაელოდებიან ახალი ბინის მიღებას.

ცნობისათვის, პატარობიდან ტყვეობაში გაზრდილი დათვის ბუნებაში დაბრუნება შეუძლებელია, რადგან მან არ იცის დამოუკიდებლად საკვების მოპოვება, თავის გადარჩენა და ადამიანისგან განრიდება. დედა დათვების მოკვლისა და ტყიდან დაობლებული ბელების წამოყვანის პრობლემა სამწუხაროდ ჯერ კიდევ აქტუალურია. დღესდღეობით საქართველოს ტერიტორიაზე 50-მდე დათვია დატყვევებული და მათი რიცხვი ყოველწლიურად მატულობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...